მკვლელობა ლილოში – სანადირო თოფით მეზობლმა 70 წლამდე კაცი მოკლა

მეზობლის სანადირო თოფოთ მკვლელობის ფაქტზე 1984 წელს დაბადებული მამაკაცი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში მეზობელს სანადირო თოფი ესროლა. დაკავებულია 35 წლის მამაკაცი რომელმაც 70 წლამდე მეზობელს სახლიდან ესროლა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1984 წელს დაბადებული ს.გ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 12 ივნისს, ბრალდებულმა თბილისში, ლილოს დასახლებაში, სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს – 1974 წელს დაბადებულ ა.ყ.-ს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცებადაა ამოღებული. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს”, – აღნიშნულია  ინფორმაციაში.

ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.

 

მსგავსი თემები