12 ივნისს, გამთენიისას, რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკას თვითმფრინავიდან შეუტიეს, რის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას დონეცკის რეგიონალური სახელმწიფო ადმინისტრაციის თავმჯდომარე პაველ კირილენკო ავრცელებს.
,,რაშისტებმა კიდევ ერთხელ დაარტყეს ქალაქს დღეს დილით, 09:10 საათზე, ორი რაკეტით. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა”,- განაცადა კირილენკომ.