Anonymous ამბობს, რომ ,,ოცნების” და POSTV-ის ვებგვერდები გათიშა

Anonymous ამბობს, რომ საქართველოს მმართველი პარტიის, “ქართული ოცნებისა” და მასთან დაკავშირებული პროპაგანდისტული მედიასაშუალების, POSTV-ის ვებგვერდები გათიშა.

,,საქართველოს მარიონეტულ მთავრობას, რომელსაც რუსეთი აკონტროლებს: მიუხედავად ჩვენი გაფრთხილებისა, თქვენ გადაწყვიტეთ, უგულებელყოთ ჩვენი მოთხოვნა აქციის მონაწილეების მიმართ პოლიციის სისასტიკის შეჩერების შესახებ და მათი შეურაცხყოფა, შევიწროება და დაზიანება გააგრძელეთ. მოქალაქეების მიმართ არაადამიანური ქმედებების გამო, ჩვენ გავაგრძელებთ თქვენი ინტერნეტ რესურსის დაზიანებას და მათ გათიშვას. ეს არ არის საფრთხე, ეს დაპირებაა. სანამ სამართლიანობა არ გაიმარჯვებს, მას ჰაკერობა და პროტესტი ჩაანაცვლებს. უსაფრთხოებისა და დემოკრატიის დაცვა თქვენს ვირტუალურ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას ამართლებს.

არ დაგავიწყდეთ, საქართველო არ არის რუსეთი და არასდროს იქნება”, – წერს ის.

მსგავსი თემები