,,მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე”- ზურაბ აზარაშვილი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ, ახალ ინიციატივაზე ისაუბრა, რომლის თანახმად სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული.

მინისტრის თქმით,  ევროპის ქვეყნების უმეტესობაში სუროგაციის გზით ბავშვით დაბადება საერთოდ აკრძალულია.

„ერთი მნიშვნელოვანი და პრინციპული, რაც ამ კანონით რეგულირდება, არის უანგარობის პრინციპი. თუნდაც საქართველოს ის მოქალაქე, რომელსაც სურს, იყოს დონორი ან იყოს სუროგატი, უნდა მოქმედებდეს უანგარობის პრინციპიდან გამომდინარე, მხოლოდ და მხოლოდ შეუძლია, მიიღოს ის კომპენსაცია, რაც ამ პროცესთან დაკავშირებით უხერხულობას შეიძლება, ახლდეს თან; ან სამედიცინო გამოკვლევებს, შემდეგ მშობიარობას და ამ ხარჯებთან დაკავშირებულს“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული”- მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

მსგავსი თემები