„პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა“ – პუტინის განცხადება

რუსეთის დღესთან დაკავშირებით ვლადიმერ პუტინი კრემლში სიტყვით გამოვიდა დ აღნიშნა, რომ რუსეთი უფრო მეტად ძლიერდება და ვითარდება.

„ეს სახელმწიფო დღესასწაული აღნიშნავს ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის სიძლიერეს, სამშობლოს სიდიადეს და დიდებას. ეს აძლიერებს ჩვენი მრავალეროვნული ქვეყნის ერთიანობას, ჩვენს თბილ და გულწრფელ გრძნობებს საყვარელი სამშობლოს მიმართ. რუსეთისთვის ამ რთულ ვითარებაში,  გულწრფელი გრძნობები ჩვენი სამშობლოს მიმართ კიდევ უფრო აძლიერებს და აერთიანებს ჩვენს საზოგადოებას. ისინი ემსახურებიან ჩვენი გმირების საიმედო მხარდაჭერას, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში. პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული გადმოგვცეს ჩვენმა წინაპრებმა, რომლებმაც მიაღწიეს დიდ გამარჯვებებს შრომაშიც და ომშიც“, –  განაცხადა ფედერაციის პრეზიდენტმა ოფიციალურ ცერემონიალზე.

მსგავსი თემები