უკრაინულმა ძალებმა ზაპოროჟიეს რეგიონში კიდევ ერთი სოფელი გაათავისუფლეს

უკრაინელმა ჯარისკაცებმა ზაპოროჟიეს რეგიონში, სოფელი ნოვოდაროვკა გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფორმაციას ზაპოროჟიეს ცალკეული ტერიტორიული დაცვის ბრიგადა სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ბრიგადის ცნობით, რამდენიმე დღის განმავლობაში მტერი არაერთხელ ცდილობდა დასახლებული პუნქტის დაბრუნებას, მაგრამ არ გამოუვიდა.

„2023 წლის 4 ივნისს, თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, სოფელი ნოვოდაროვკა განთავისუფლდა ოკუპანტებისგან მექანიზებული ქვედანაყოფისა და ზაპორიჟჟიას ცალკეული ტერიტორიული თავდაცვის ბრიგადის გაერთიანებული მოქმედებებით“, – ნათქვამია ანგარიშში.

მსგავსი თემები