მომდევნო რამდენიმე დღეში უკრაინა მასობრივ შეტევას განახორციელებს – ტობიას ელვუდი

დიდი ბრიტანეთის კომიტეტის თავმჯდომარისა და თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ტობიას ელვუდის განცხადებით, მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში უკრაინა დონბასის რეგიონში მასობრივ შეტევას განახორციელებს.

,,რუსებმა არ იციან, სად იქნება ეს, მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ქაოსი ხდება ვაგნერის ჯგუფსა და თავად რუსეთის ძალებს შორის,” – განუცხადა მან Sky News-ს.

მისი თქმით, კახოვკას კაშხლის აფეთქებამ აჩვენა, რომ ვლადიმერ პუტინს არც კი სჯეროდა, რომ შეძლებდა ამ ჰესზე კონტროლის შენარჩუნებას.

ელვუდმა მოუწოდა მოკავშირეებს მიაწოდონ მეტი ტანკი, F16 გამანადგურებელი თვითმფრინავი და შორი მანძილის რაკეტები უკრაინას.

მსგავსი თემები