,,ნაციონალური მოძრაობა“ იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, ამ ყველაფრის გვირგვინი ახლა არის ჩემი ხაბე”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობაში“ ლოგიკური პროცესი, პოლიტიკური რადარებიდან გაქრობა მიმდინარეობს. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიის უკან ვანო მერაბიშვილი და დავით კეზერაშვილი დგანან.

„ლოგიკური პროცესი მიდის „ნაციონალურ მოძრაობაში“. ეს არის პარტიის გაქრობა პოლიტიკური რადარებიდან. ეს პარტია იდგა ძალმომრეობაზე, შანტაჟზე, მუქარაზე, ჩაშვებაზე. ახლა ამ ყველაფრის გვირგვინი არის ჩემი ხაბე. რა მომავალი უნდა ჰქონდეს იმ პარტიას, როცა „ნაცმოძრაობას“ განახლებული დაარქვეს და მის უკან ვინ დგანან? – მერაბიშვილი და კეზერაშვილი, ვისაც ევროპამ „მისტერ ოფშორი“ დაარქვა და ევროპელ პენსიონრებს ძარცვავს. ქართული ჯარი უკვე გაძარცვული ჰყავს და ამაზე მისჯილი აქვს“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მსგავსი თემები