,,როდესაც ზვიგენი გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ”- ეგვიპტეში ზვიგენმა მამაკაცი შეჭამა

ზვიგენი, რომელმაც ეგვიპტეში რუსი მამაკაცი შეჭამა დაიჭირეს და მისი ლაბორატორიული გამოკვლევა დაიწყეს. როგორც მეთევზეები ეგვიპტურ მედიასთან საუბარში აცხადებენ, ზვიგენის დაჭერა მოგვიანებით მოხერხდა.

„როდესაც ის გავკვეთეთ, შიგნით გარდაცვლილის თავი და ხელი ვიპოვეთ”,- აცხადებენ მეთევზეები.

ზვიგენმა 23 წლის რუსი ჰურგადას სანაპიროზე შეჭამა, შემთხვევა ნაპირიდან 30 მეტრში მოხდა. ირგვლივ უამრავი ხალხი იყო, მაგრამ, როგორც გარდაცვლილის მამამ თქვა, ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა და  რაიმე სახის დახმარება ვერ შეძლეს.

გარდაცვლილი 1999 წელს დაბადებული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა. ის ეგვიპტეში წელს გადავიდა საცხოვრებლად.

მსგავსი თემები