,,სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული”- მთავრობა კანონპროექტზე მუშაობს

,,ვმუშაობთ კანონპროექტზე, რომლის მიხედვითაც სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, დემოგრაფიის საკითხებზე მომუშავე საბჭოზე ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, სუროგაცია და ამასთან დაკავშირებული პრობლემებია, უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ამ საკითხზე არავითარი რეგულაცია არ არსებობს.

„ერთ-ერთი პრობლემური საკითხი, რაც გამოიკვეთა, ეს არის სუროგაცია და ზოგადად ამასთან დაკავშირებული პრობლემები. იცით, რომ უცხოეთის მოქალაქეებს ბიზნესად აქვთ ქცეული ეს საკითხი და ბოლო წლებია საერთოდ არავითარი რეგულაცია არ არსებობს ამ საკითხთან დაკავშირებით. ჩვენ შევისწავლეთ ევროპის მაგალითები, ბატონი ზურა აზარაშვილის უწყება მუშაობდა დიდი ხანია ამ თემაზე, გეტყვით, მაგალითები მინდა მოგიყვანოთ: მაღალგანვითარებული ქვეყნები, როგორებიცაა საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი, შვეიცარია, შვედეთი, ფინეთი, იტალია, ლიტვა, ესტონეთი, აღარ გავაგრძელებ, მთლიანად არის აკრძალული, სრულად არის აკრძალული სუროგაცია. არის ქვეყნები, სადაც ნაწილობრივ არის დაშვებული, ჰიბრიდული მოდელი არსებობს, ქვეყნები, როგორებიც არის ბელგია, გაერთიანებული სამეფო, დანია, კანადა, ავსტრალია, ახალი ზელანდია. ჩვენ გვქონდა ამის თაობაზე მსჯელობა, ახალი კანონპროექტის მიხედვით, ჩვენი სურვილი არის, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. ანუ, უცხოეთის მოქალაქე ვეღარ შეუკვეთავს, ასე ვთქვათ, უხეშად არ მინდა ვთქვა, მაგრამ ხდება პირდაპირ შეკვეთის განთავსება. ეს ონლაინაც არის, ძალიან ბევრი რეკლამაც ვრცელდება და ვფიქრობ, ძალიან შემაშფოთებელია ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები