,,ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია”- ლევან ხაბეიშვილი

,,ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ოპოზიციის გაერთიანებასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა. „მე როდესაც ვთქვი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ მთავარი ძალაა, დიახ, ეს ასეა. „ნაციონალური მოძრაობა“ გამარჯვებულის ფორმულაა. მე სხვა პარტიებს ვუთხარი, რომ თავად გაერთიანდნენ, ჩვენთან გაერთიანებაზე არავინ დაგვიპატიჟებია. ჩვენ ვთქვით, რომ გვქონდეს საერთო სტრატეგია და გავერთიანდეთ საერთო მიზნის გარშემო, რაც გულისხმობს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლას და არა ისე, თითქოს კოალიცია შევთავაზეთ ან მსგავსი. იმ ინტერვიუში ხაზგასმით ვთქვი, რომ მნიშვნელოვანია „ნაციონალური მოძრაობისთვის“ გაძლიერდნენ პროდასავლური პარტიები, რომ მომავალში შევქმნათ კოალიცია. ჩვენ იგივე პოზიცია…

მეტი...

,,მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია?”- ხაბეიშვილი

,,მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, არასამთავრობოა თუ დიპლომატი? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პრეზენტაციის, „შიდაპარტიული დემოკრატიის გაძლიერება“ დაწყებამდე  განაცხადა. მისი თქმით, არასერიოზულია, ის, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ არ მიიწვია. „მელია მოწვეული რატომ უნდა იყოს? მე ვაკეთებ პრეზენტაციას და მელია რა შუაშია, ნუ გადამრევთ. პარტიის წევრები არიან დღეს აქ? მელია არასამთავრობოა თუ დიპლომატი? პრეზენტაციას ვაკეთებთ მე და გენერალური მდივანი. მოწვევა რა შუაშია, რა მოგივიდათ. დიპლომატებს და არასამთავრობოებს ვხვდები და მელიას რატომ არ დაუძახეთო. 500 000 პარტიის წევრია და რატომ მათზე არ მეკითხებით?…

მეტი...

,,83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი მთავარი არხის ეთერსი გასულ სიუჟეტს ეხმაურება, რომელიც მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტად დანიშნულ როინ მეტრეველს ეხებოდა. ,,83 წლის ადამიანს, რომ ასე მოექცევი არ არის ყველაზე საამაყო რაც შეიძლება გააკეთო, სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანია”, – წერს იოსელიანი სოციალურ ქსელ ფეისბუქში. ცნობისთვის, მთავარი არხის ჟურნალისტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს როინ მეტრეველს დაუკავშირდა და  პრემიერ-მინისტრის აპარატის მრჩეველად გაეცნო. ჟურნალისტმა მეტრეველს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისთვის აკადემიკოსის სტატუსის მინიჭება სთხოვა.

მეტი...

ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, 3 801 სახლი დაიტბორა – ჰესის აფეთქების შედეგები

12 ივნისის დილის მდგომარეობით, ხერსონის რაიონში წყლის დონე 3 მ 29 სმ-მდე დაეცა, მიკოლაივში წყლის დონე ღამით 6 სმ-ით დაეცა. ხერსონის რეგიონული საოლქო ადმინისტრაციის უფროსის, ალექსანდრ პროკუდინის ინფორმაციით, მხოლოდ ხერსონიდან 2 318 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. მისი თქმით, მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. ,,დატბორილია 46 ქალაქი, დაბა და სოფელი – 32 მარჯვენა სანაპიროზე, 14 მარცხენა. გათავისუფლებულ ტერიტორიაზე 3 801 სახლი დაიტბორა. მარჯვენა სანაპიროზე  ამოიყვანეს 2 743 ადამიანი, მათ შორის 228 ბავშვი და 77 შეზღუდული გადაადგილების პირი. მხოლოდ ხერსონიდან 2 318 მოქალაქე იქნა ევაკუირებული. მარცხენა სანაპიროზე ვითარება კვლავ კრიტიკულია. რუსები ბლოკავენ და…

მეტი...

საქორწინო ავტობუსი ავარიაში მოყვა – დაიღუპა ათი ადამიანი

ავსტრალიაში  ავარიის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა, 25 კი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მგზავრები ღამით ქორწილიდან ბრუნდებოდნენ, როდესაც მათი ავტობუსი გადაბრუნდა. პოლიციის ცნობით, 58 წლის ავტობუსის მძღოლს ბრალი წაუყენეს, თუმცა ბრალდება ჯერ არ გამჟღავნებულა. ავარიის მიზეზი გაურკვეველია. ახალდაქორწინებულები ავტობუსში არ იმყოფებოდნენ. ავარია ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:30 საათზე მოხდა, როდესაც პოლიციის ცნობით, ტერიტორიაზე ძლიერი ნისლი იყო.

მეტი...

,,ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის მიუღებელია”- ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი “ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი თქმით, ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე  მიუღებელია. ,,მე ზოგადად, ყოველთვის ვაფიქსირებ და დღესაც დავაფიქსირებ, რომ ნებისმიერი მინიშნება ადამიანის ორიენტაციაზე ჩემთვის არის მიუღებელი, ვინაიდან ეს არის დაცული საქართველოს კონსტიტუციით, ეს არის დაცული საქართველოს კანონმდებლობით,” – განაცხადა ლევან იოსელიანმა.   უნივერსიტეტში, სტუდენტებმა ირაკლი კობახიძეს რუსული ვალუტა ესროლეს – „მათი ორიენტაცია არეულია“ – აცხადებს კობახიძე

მეტი...

,,ვერანდაზე ვიღაცამ იარაღი ისროლა,  ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს”- რა მოხდა თბილისში?

სროლა თბილისში – როგორც ერთ-ერთი მოქალაქე სოციალურ ქსელ ფეისბუქში წერს, საცხივრებელი კორპუსში იარაღი ისროლეს. მისი თქმით, ტყვიის ანასხლეტი ბავშვს მოხვდა და მცირედი დაბიჟილობა მიიღო. ,,ზუსტად 10 წუთის წინ სულ შემთხვევით გადავრჩი სიკვდილს. საკუთარ ვერანდაზე ზემოთა სართულიდან ვიღაცამ იარაღი ისროლა. ზუსტად 1 წუთით ადრე ავდექი ტელეფონის გამოსატანად, სანამ მოვბრუნდი ხმა გავიგე და ასეთი ამბავი დამხვდა. ტყვიის ანასხლეტი მოხვდა ბავშვს და საბედნიეროდ მხოლოდ მცირედი დაბეჟილობა აქვს ფეხზე! ამ ქვეყანაში ცხოვრება საკუთარ სახლშიც კი საშიშია!”, – წერს მოქალაქე.  

მეტი...

მოზარდი, რომელიც ბათუმში კორპუსიდან გადმოვარდა გარდაიცვალა

15 წლის გოგო, რომელიც გუშინ, ბათუმში სიმაღლიდან გადმოვარდა გარდაიცვალა. მოზარდი საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა და მანქანას დაეცა. გავრცელებული ინფორმაციით, მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა და ის კლინიკაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.  

მეტი...

ტყის ინვენტარიზაცია 98 000 ჰა ფართობზე დაიწყება

ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში, ჯამში 98 000 ჰა ფართობზე, ტყის ინვენტარიზაციის საველე სამუშაოები მიმდინარე წლის ივნისის თვიდან დაიწყება. 2024 წლისათვის კი, ტყის მართვის ათწლიანი გეგმები მომზადდება. ტყის ინვენტარიზაციასა და მიწათსარგებლობათან დაკავშირებული საკითხები ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელებმა ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტების მერებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განიხილეს. სახელმწიფო ტყის ინვენტარიზაცია, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF) მიერ დაფინანსებული პროექტის – ECO Georgia ფარგლებში, ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. ინვენტარიზაციის პროცესში ეროვნული სატყეო სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის  სასწავლო პროგრამის…

მეტი...

ტყვეების გათავისუფლებათან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს

უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში რუსეთის ტყვეობიდან დახსნილ 95 ადამიანზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს არის ტერორისტული სახელმწიფო, რომელიც ბოროტებას ჩადის. „მოვახერხეთ კიდევ 95 ადამიანის დაბრუნება რუსული ტყვეობიდან.  ვაგრძელებთ სამაშველო ოპერაციას უკრაინის სამხრეთში. დაახლოებით 4000 ადამიანის ევაკუაცია შევძელით. დატბორილია ათობით ქალაქი და სოფელი, უმძიმესი მდგომარეობაა კვლავ ხერსონის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ნაწილში. რუსი ტერორისტები აგრძელებენ საევაკუაციო გზების, საევაკუაციო პუნქტებისა და ნავების დაბომბვას, ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. ოკუპანტებმა ეს კატასტროფა კაშხლის აფეთქებით შექმნეს. რუსული ტერორისტული სახელმწიფოს სამართლიანი პასუხისმგებლობა არის წინაპირობა იმისა, რომ მსოფლიოში ასეთი ბოროტება აღარ განმეორდეს,” – აღნიშნა პრეზიდენტმა…

მეტი...

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა, მარალი სართულიდან მოზარდი გადმოვარდა

ბათუმში, მაღალსართულიანი საცხოვრებელი სახლიდან  არასრულწლოვანი გადმოვარდა. მან სხეულის მრავლობითი დაზიანებები მიიღო. დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, მოზარდი მეთხუთმეტე სართულიდან გადმოვარდა ამ გადმოხტა. „დაცემის ძალიან ძლიერი ხმა იყო. როცა ჩამოვედი, ვნახე, რომ ჯიპში, უკანა „სიდენიებს“ შორის იყო ჩავარდნილი. მეთხუთმეტე სართულიდან გადმოვარდა. მერვე სართულზე აივნის გადახურვას დაეცა და შემდეგ მანქანაში ჩავარდა“ – აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი. მოზარდის ამოყვანა სამაშველო ბრიგადების დახმარებით  მოხერხდა.  

მეტი...

უკრაინამ ორი დასახლება დაიბრუნა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, დონეცკის ოლქის დასახლებული პუნქტი ბლაგოდატნოეს უკრაინა აკონტროლებს. ოლექსა დოვბუშის სახელობის უკრაინულმა 68-ე ეგერთა ბრიგადამ სოციალურ ქსელში  ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს რომ უკრაინელი სამხედროები ერთ-ერთ შენობაზე უკრაინულ დროშას აღმართავენ.  

მეტი...

უკრაინის კაშხლის აფეთქებაზე საერთაშორისო სასამართლომ გამოძიება დაიწყო

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, კახოვკიეს კაშხლის განადგურებას  სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო იძიებას. როგორც უკრაინის პრეზიდენტი ამბობს, სასამართლოს წარმომადგენლები უკრაინაშიც ჩავიდნენ. „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლები ხერსონის ოლქს ეწვივნენ. გენერალურმა პროკურორმა სტიქიის გამოძიების თხოვნით ICC-ის პროკურატურას მიმართა და მუშაობა უკვე დაწყებულია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო მართლმსაჯულების წარმომადგენლებმა საკუთარი თვალით ნახეს რუსეთის ტერორისტული აქტის შედეგები და თავად გაიგეს, რომ რუსული ტერორი გრძელდება“ – აცხადებს პრეიდენტი ზელენსკი. შეგახსენებთ, რომ კახოვკის ჰესის აფეთქების შედეგად 13 სოფელი წყლით დაიფარა, 50 000 – ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, განადგურდა შინაური ცხოველები და ფრინველები, უკრაინაში ეკოციდი მძვინვარებს.

მეტი...

ჩრდილოეთ კორეა რუს ხალხს სოლიდარობას უცხადებს „მტერთან“ ბრძოლაში

კიმ ჩენ ინი რუსეთს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ ეს ერი საკუთარი სუვერენიტეტისა და მომავლისთვის იბრძვის. ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა რუსეთის პრეზიდენტს მაამებლური უსტარი გაუგზავნა. „,ხარდაჭერას და სოლიდარობას უცხადებს რუს ერს, რომელიც იცავს მათ სუვერენიტეტსა და მომავალს და უსურვებს კეთილდღეობას და გამარჯვებას“ – აღნიშნულია პუტინისთვის გაგზავნილ წერილში. კიმ ჩენ ინი პუტინს წერს, რომ სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და სამართალი რუსეთის მხარესაა. „რუსი ერი იბრძვის მტრული ძალების წინააღმდეგ, რომლებიც მზარდი საფრთხეებს წარმოადგენენ და ცდილობენ შეარყიონ ქვეყნის სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და მშვიდობიანი ცხოვრება.  სამართლიანობა ყოველთვის იმარჯვებს და რუსი ხალხი გააგრძელებს გამარჯვების ისტორიის დიდებას“, – აღნიშნულია რუსეთის…

მეტი...

უკრაინამ ტყვეები დაიბრუნა

უკრაინა-რუსეთს შორის ტყვეების გაცვლის პროცესი განორციელდა. ამჯერად, უკრაინამ 95 ჯარისკაცი დაინრუნა. რუსეთის ტყვეობიდან დახსნილებს შორის არიან შეიარაღებული ძალების 51 წარმომადგენელი; ეროვნული გვარდიის 29 წევრი; 11 მესაზღვრე და ოთხი სამხედრო მეზღვაური. დახსნილთა შორის არიან სისასტიკით ცნობილი კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ და ქვედანაყოფ „ახმატის“ ტყვეობაში მყოფები.  

მეტი...