„საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს“ – პრემიერი

„რაზე საუბრობენ ესენი, როგორ ბედავენ საერთოდ, ამდენის ლაპარაკს, როგორ ბედავენ ეს ადამიანები საერთოდ ამაზე ლაპარაკს და თურმე ჩვენ გვდებენ ბრალს ძალადობაში. ახლა კითხვა მინდა დაგისვათ: გამოიძია თუ არა სახელმწიფომ  თითოეული ეს ფაქტი?!

მყისიერად მოახდინა რეაგირება პოლიციამ, ყოველ ასეთ შემთხვევაზე ჩვენ გვაქვს მყისიერი რეაგირება“ –  მიმართა პრემიერმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბუნიდან.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ყველა თავდამსხმელი დაპატიმრებული იქნება.

„ყველა თავდამსხმელი თუ ძალადობაში მონაწილე იქნა დაპატიმრებული და თქვენს შემთხვევაში თავად აორგანიზებდით, თავად იყო ჩართული მთელი თქვენი სისტემა, მოძალადე სისტემა, თავად მონაწილეობდით აი ამ მკვლელობებში და წამებაში და გაუპატიურებაში. აღარ მინდა ვისაუბრო ბევრი, მაგრამ ყველა ,საზოგადოებამ ნახა ის შემაძრწუნებელი კადრები, რა ხდებოდა სამეგრელოს ტყეებში, როგორ აწამებდნენ ადამიანებს.

რა მნიშვნელობა აქვს 11 წელი, აი ნახეთ, რეაქცია ნახეთ, 11 წელი გავიდაო, იგივეს ყოველ დღე, ყოველ დღე შეგახსენებთ, კი იგივეს, მე არ დავიღალე და არავინ არ დაიღლება, თქვენ დაიღალეთ. მათი ლოგიკა ნახეთ ეხლა და მათი აზროვნების სტილი, ესეიგი წარსულია, კი ჩავდიოდით ვაწამებდით, ვკლავდით, ვაუპატიურებდით მაგრამ მერე რა ,წარსულია. ამათ რა აქვთ სათქმელი საერთოდ, ყველაზე ანტი ევროპული ძალა იყავით, ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ,არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი, საერთოდ არაფერი არ გაგიკეთებიათ,3 წელი დააგვიანეთ, ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე 3 წელი დააგვიანეთ, სად იყავით ?! გეძინათ?!

3 წელი დააგვიანეთ არ დაიწყეთ არც ასოცირების პროცესი ,არც უვიზო რეჟიმზე მუშაობა, არაფერზე, სად იყავით მაშინ ?რატომ არ გქონდათ პოზიცია და რეაქცია? ახლა  გეტყვით მაგაზე სად ვიყავი და 2012 წელს თქვენი ბინძური სისტემის დანგრევაში მივიღე მონაწილეობა, აი სად ვიყავი“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

 

მსგავსი თემები