„მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია“ – დეკანოიძე პრემიერზე

„განსაკუთრებულს არაფერს ველოდებოდი ირაკლი ღარიბაშვილისგან იმიტომ, რომ  მთელი მისი მოტივაციაა გააღრმავოს პოლარიზაცია“ – ასე მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხატია დეკანოიძემ პრემიერ მინისტრს.

მისი შეფასებით, ეს არის ყველაფერი ის, რაც  ჩვენ დღეს ამ ტრიბუნიდან მოვისმინეთ საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან და ეს არის ის, რაც, პრინციპში, აწყობს საქართველოს ხელისუფლებას.

“ხელისუფლება 11 წლის  განმავლობაში საუბრობს მარტო ,,ნაციონალურ მოძრაობაზე“, სააკაშვილზე და  პოლარიზაციაზე იმიტომ, რომ მეტი სათქმელი და მეტი შეთავაზება ხალხისთვის არაფერი აქვს. „საერთოდ რაზე საუბრობთ – 600 ათასი ადამიანი იღებს სოციალურ დახმარებას, ადამიანები ემიგრაციაში მიდიან და ქალები წლობით ვერ ნახულობენ  საკუთარ შვილებს, ყოველი მეექვსე ადამიანი სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, რაც იმას ნიშნავს, რომ საკვებზე,  წყალზე,  ჰიგიენის ნორმებზე და ელემენტარულ  ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდებათ“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

 

მსგავსი თემები