,,საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი”- ლევან ხაბეიშვილი

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, პარტია გამოდის ინიციატივით, რომ საპენსიო ასაკმა 60 წლამდე დაიწიოს. მისი თქმით, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან. ,,პირადად მე მოვიარე ათეულობით მუნიციპალიტეტი, ვხვდები მუდმივად, ყოველდღიურ რეჟიმში მოსახლეობას და მთავარი პრობლემა რაც აწუხებს ხალხს და რაზეც არ უსაუბრია ირაკლი ღარიბაშვილს – საუბარია იგივე საპენსიო ასაკის დაწევაზე, რომელი ინიციატივითაც გამოვდივართ ჩვენ „ნაციონალური მოძრაობა“ და ვამბობთ შემდეგს, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს და ყველასთვის გახდეს 60 წელი და 60 წელი რომ გახდება საპენსიო ასაკი, მინიმალური პენსია უნდა დაიწყოს 400 ლარიდან და არა ის, რომ 70 წლის…

მეტი...

,,2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება”- ირაკლი ღარიბაშვილი

დღეს რომ ჩვენი მოქალაქეები  უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქვეყნებში, ჩვენი დამსახურებაა, 2012 წლამდე მხოლოდ ელიტა მოგზაურობდა ევროპაში, ჩვეულებრივ მოქალაქეებს არ ჰქონდათ ამის საშუალება, საკონსულოებში რიგებში დგომა უწევდათ და ხშირ შემთხვევაში, პასუხი იყო უარი-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ქართული ოცნების“  დამსახურებაა, რომ ქვეყანამ მოაწერა ხელი ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო რეჟიმს და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა მოგვენიჭა. „ჩვენ, ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 10 წელში გავაკეთეთ მაქსიმუმი. თუ  რაიმე გააკეთა ვინმემ ოდესმე, ბოლო 30 წლის განმავლობაში, ეს არის ჩვენი ხელისუფლება, როცა მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმების ხელშეკრულებას ხელი, თავისუფალ ვაჭრობას, უვიზო…

მეტი...

ჩხუბი და სიტყვიერი დაპირისპირება პარლამენტში

ხმაური პარლამენტში – ცოტახნის წინ საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება სტრატეგია აღმაშენებლის წევრის, პაატა მანჯგალაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა. დეპუტატის თქმით, ”ქართულ ოცნებას”  12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერი გაუკეთებია. ვიქტორ ჯაფარიძემ პაატა მანჯგალაძისკენ გაიწია. უმრავლეობის წევრი, ალუდა ღუდუშაური იძახდა რეპლიკას – “ტურებს”. აქტიურობს ირაკლი ზარქუაც.

მეტი...

ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გაიმართა საქართველოს ჩემპიონატი ჯომარდობასა და მშვილდოსნობაში

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანადგომით, პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ საზაფხულო ფაზამ , რომელსაც ახალგაზრდული მედიაკავშირი ახორციელებს, ბორჯომის ადაპტირებულ საველე ბანაკში გადაინაცვლა და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200–მდე შშმ პირს_ საერთაშორისო-სამშვიდობო მისიებში დაჭრილ ჯარისკაცებსა და ომის ვეტერანებს უმასპინძლა. პირველ ეტაპზე გაიმართა აფხაზეთის ომის გმირის, გოდერძი ზაქარაიას სახელობის ჩემპიონატი ჯომარდობაში და ტურნირი მშვილდოსნობაში საქართველოს პირველობაზე, რომლებშიც ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტისა და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის 6 კაციანი გუნდები ასპარეზობდნენ. მონაწილეები ძალებს არ ზოგავდნენ და ბოლომდე იბრძოდნენ გამარჯვებისთვის, თუმცა, შეძახილებით მოწინააღმდეგე გუნდის წევრებსაც ამხნევებდნენ და აცხადებდნენ, რომ პროექტის ფარგლებში…

მეტი...

,,ბევრია კიდევ საცემი”- ფრიდონ ინჯია

“ევროპელი სოციალისტების” დეპუტატი, ფრიდონ ინჯია ბოლო პერიოდში განხორციელებულ თავდასხმებს ეხმიანება. მისი თქმით, კიდევ ბევრია საცემი. დეპუტატი აღნიშნავს, რომ ამ სიას შესაძლოა, პარლამენტის წევრებიც შეემატონ. ,,როგორც ცნობილია, ბოლო პერიოდში იცემა მიშველაძე, ბერძენიშვილი, ჯაფარიძე, ქუთელია და ამ სიას, პარლამენტის წევრები შეიძლება შეემატონ და ბევრია კიდევ საცემი და მიზეზი რა არის ბატონო პრემიერმინისტრო?! მე ვფიქრობ, ეს არის ცილისწამებისა და შეურაცხყოფის შესახებ კანონის დღემდე არ მიღება, თუ იქება ასეთი კანონი, რომელიც შეურაცხყოფას აკრძალავს და ცილისწამებას, გინდაც უწმინდესის მიმართ, შეიძლება ეს სია შემცირდეს და საერთოდ არ იყოს. ეს მოთხოვნა იყო და ეს ეხება კიდევ შეკრებებისა…

მეტი...

ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი – პრემიერი

ძალიან დიდი შეცდომა იქნა დაშვებული შარშან, ჩვენი ევროპელი მეგობრების მხრიდან, როცა საქართველოს არ მიეცა სტატუსი და მიენიჭა მოლდოვას და უკრაინას ბონუსად, ანუ ავანსად, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ისტორიული გადაწყვეტილება იყო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭება, რაზეც წინა ხელისუფლების დროს ოცნებაც კი არ შეიძლებოდა. „რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და ამ მიმართულებით არსებულ ვითარებას. მინდა აღვნიშნო, რომ საკმაოდ აქტიურ პოლიტიკას ვაწარმოებ პირადად მე და საგარეო საქმეთა მინისტრი. ბოლო პერიოდი მოგეხსენებათ, საკმაოდ დატვირთული იყო. ჩვენ არაერთი შეხვედრა გავმართეთ ჩვენს პარტნიორებთან  მთავარი პრიორიტეტი რაც მთავარია,…

მეტი...

,,ევროდეპუტატების უმეტესობაში სიტყვა “საქართველო” ასოცირდება ავტოკრატიასთან, ოლიგარქთან”- დავით არახამია

უკრაინის რადას ფრაქციის, “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე დავით არახამიას განცხადებით, უკრაინის წარმომადგენელი იყო Renew Europe Leaders Summit-ზე, სადაც შეიკრიბნენ მთავარი ევროკომისრები, ევროპარლამენტარები და სახელმწიფოების ხელმძღვანელები ლიბერალური პარტიებიდან. მისი თქმით, შეხვედრებს  საქართველოზე საუბრის გარეშე არ ჩაუვლია. ,,განვიხილეთ მომავალი წლის ბიუჯეტი და უკრაინის დახმარების პაკეტი.  ვისაუბრეთ საარჩევნო ციკლებზე ევროპის მასშტაბით და იმაზე,თუ რა გავლენა შეიძლება იქონიოს აღნიშნულმა უკრაინის მხარდაჭერასა და ანტირუსულ სანქციებთან დაკავშირებით არსებულ ერთიანობაზე. კიდევ ერთი პრობლემა, რომელსაც ევროკავშირში შესვლის შემდეგ გადავაწყდებით, არის კადრები. ჩვენ უნდა მოვამზადოთ საკადრო რეზერვი უკრაინელებით, რომლებსაც უკრაინიდან ევროპულ ინსტიტუტებში სამუშაოდ გავუშვებთ. და მთავარი საკითხი-NATO-ს ვილნიუსის სამიტი. ჩვენი პარტნიორები…

მეტი...

,,მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა”- ირაკლი ღარიბაშვილი

მოგიწოდებთ, პატივცემულო განადგურებულო ოპოზიციავ, შეინარჩუნოთ კონსტრუქციულობა, – ამ სიტყვებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას მიმართა. მისი  თქმით, თუ ვინმემ რაიმე ანტიქართული გააკეთა ბოლი 30 წლის განმავლობაში, ეს არის შიდა მტრული ძალა. „ჩვენს დეგრადირებულ, გაუბედურებულ, დესტრუქციულ ოპოზიციას სათქმელი არაფერი აქვს. უსუსური მცდელობაა, რომ პირად შეურაცხყოფებზე გადმოდიან. სხვა სათქმელი არაფერი აღარ აქვთ. ამიტომ თუ ვინმემ რაიმე გააკეთა ანტიქართული, აგერ არის ეს ძალა. თუ ვინმემ რაიმე ანტიქართული გააკეთა ბოლო 30 წლის განმავლობაში, ვინც ყველაზე მეტად დააზიანა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ეს არის შიდა მტრული ძალა, რომელმაც ძალიან ბევრი ზიანი მიაყენა ჩვენს ქვეყანას, ჩვენი ქვეყნის…

მეტი...

,,პრემიერა ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია”- ბექა ოდიშარია

,,პრემიერა ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია, კამპანია გაცუდებულია,”- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ განაცხადა. მისი თქმით, კამპანიას წერტილი დაისვეს სანქციების ჯგუფის წევრებმა. „ჩვენ უკრაინაში დაწყებული ოკუპაციის დღიდან ვართ მომსწრეები საქართველოს წინააღმდეგ ნაწარმოები შავი პიარ კამპანიის და იმ ჩაშლილი საშინელებათა პრემიერის სამუშაო სახელწოდებით “საქართველო – შავი ხვრელების სამშობლო”, რომელსაც წერტილი დაუსვეს ძალიან ავტორიტეტულმა ადამიანებმა… პრემიერა ჩაშლილია, სპექტაკლი დამთავრებულია, კამპანია გაცუდებულია, მაგრამ ტრეილერი არ ვიცი, ინერციით მაინც გრძელდება, ამიტომ გთხოვთ, გვიამბოთ შეხვედრების შინაარსი,“ – განაცხადა ოდიშარიამ.

მეტი...

,,2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა წლიური ანგარიშის წარდგენისას 2008 წლის ომზე ისაუბრა და განაცხადა, რომ წინა ხელისუფლებაა რუსული ჯარი შემოაბრუნა. მისი თქმით, რუსული ჯარი საქართველოდან 2007 წელს გავიდა. ,,მე არ ვაპირებ თქვენზე ემოციების დახარჯვას, ხალხს მინდა ველაპარაკო და კოლეგებს შევახსენო კიდევ ერთხელ თქვენი მოღალატეობრივი საქმიანობა. ტერიტორიები ჩააბარეს, 2007 წელს გავიდა რუსული ჯარი ქვეყნიდან, რამდენიმე თვეში, შემოაბრუნეს რუსული ჯარი, შემოაბრუნეს, აი ამათ, ამ ადამიანებმა. მე ვიყავი თავდაცვის მინისტრი, მანამდე შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი ორჯერ და ძალიან კარგად ვიცი ყველა თქვენი ნაბიჯი, რაც გაკეთებული გაქვთ. სამწუხაროდ, ისევ ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვის მიზნით, ბევრი რამის თქმა…

მეტი...

,,მოღალატე ხარ, შე რუსო მართლა” – საცოდავები ხართ”- ხმაური პარლამენტში

ცოტა ხნის წინ პარლამენტში, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი წლიურ ანგარიშს წარადგენს ხმაური იყო. ხმაური, პრემირ-მინისტრის განცხადებას მოჰყვა, რომელიც 2008 წლის ომს შეეხებოდა. ,,როცა იყვნენ ხელისუფლებაში მაშინ ვერ აირიდეს თავიდან ომი. დიდი განსაცდელი მოუვლინეს ჩვენს ხალხს, დაკარგეს ტერიტორიები..ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი? იციან, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი ჩვენი ეროვნული ინტერესების…თუ რაიმე დარჩენიათ ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, საცოდავები ხართ, იმიტომ რომ არაფერი სათქმელი არა აქვთ არც ერთი მიმართულებით”,- განაცხადა ღარიბაშვილმა. ღარიბაშვილს ”ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა, ანი წითლიძემ და თინა ბოკუჩავამ უპასუხეს: ,,მოღალატე ხარ, შე რუსო მართლა”.  

მეტი...

,,გადარჩა სააკაშვილი თუ აღდგა?”- ირაკლი ღარიბაშვილი

ამ წუთებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პარლამენტში წლიურ ანგარიშს წარადგენს. სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა ოპოზიციას მიმართა. ,,ყველაზე მეტად რატომ არ სურთ ამ თემაზე საუბარი, იმიტომ, რომ მათ იციან ყველაზე მეტად, რომ მათ ჩაიდინეს ღალატი, ჩვენი ეროვნული ინტერესების. ამიტომ თუ ვინმე რამე გააკეთა, თუ რაიმე დარჩენიათ ამ გაუბედურებულ ოპოზიციას, მართლაც გაუბედურებული, საცოდავები ხართ, არაფერი სათქმელი აღარ აქვთ არცერთი მიმართულებით. ბოლო პერიოდი თქვენ რა ჩაიდინეთ, თქვენ გესმით რამხელა ზიანი მიაყენეთ ჩვენ ქვეყანას. თქვენი ბელადის კამპანია რომ კვდება, მოვწამლეთ, ვაწამეთ, ამაზე სად ხართ, რატომ აღარ ამბობთ არაფერს, გადარჩა სააკაშვილი, თუ აღდგა”, – მიმართა ოპოზიციას ირაკლი ღარიბაშვილმა.

მეტი...

ხმაური პარლამენტთან – დაკავებულია აქციის მონაწილე

ხმაური პარლამენტთან – პრემიერ-მინისტრის ანგარიშის წარდგენის პარალელურად,  მიმდინარე აქციაზე პოლიციამ აქტივისტი დააკავა. ვრცელდება ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ბიჭი რამდენიმე პოლიციელს ხელში აყვანილი მიჰყავს და მანქანაში ძალით სვამს. დამატებითი დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„პრემიერის მოსვლამდე მანდატურის უფროსი მაჩერებს და მეკითხება:  უკაცრავად ქალბატონო ანა, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათ?”- ანა წითლიძე

”ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ანა წითლიძე სოციალურ ქსელ ფეისბუქში პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილის მისვლამდე მანდატურის უფროსმა გააჩერა და კითხვა დაუსვა. „პრემიერის მოსვლამდე რამდენიმე წუთით ადრე – მანდატურის უფროსი სხდომათა დარბაზში მაჩერებს და მეკითხება:  უკაცრავად ქალბატონო ანა, კოსტუმის შიგნით რა გაცვიათ? მე კი მივხვდი, საეჭვო რომ ვარ ასეთ დროს და მაკვირდებიან, მაგრამ ასეთი კითხვა პირველად დამისვეს“, – წერს ანა წითლიძე სოციალურ ქსელში.  

მეტი...

13 წლის მოზარდი ორსულადაა – სექსუალური დანაშაულისთვის 50 წლის კაცი დააკავეს

ზუგდიდში, 13 წლის მოზარდზე სექსუალური დანაშაულის ბრალდებით 50 წლის კაცი დააკავეს. არასრულწლოვანი სამი თვისა და ორი კვირის ორსულია. ამის შესახებ ცნობილი მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გოგონას დედამ, ტკივილების გამო, კლინიკაში წაიყვანა. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციას არ მიმართა და აბორტის გასაკეთებლად არასრულწლოვანი ქუთაისის კლინიკაში წაიყვანა. სამართალდამცველები საქმის კურსში ექიმებმა ჩააყენეს. გავრცელებული ინფორმაციით, ოჯახები ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ.

მეტი...

3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა – ირაკლი ღარიბაშვილი

ბოლო 2 წელი გვაქვს ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, 3 წლის განმავლობაში  ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. „სულ რაღაც 2 წლის წინ ქვეყნის ეკონომიკა, მთლიანი შიდა პროდუქტი იყო დაახლოებით 50 მლრდ ლარი, 2021 წელს  იყო 60 მლრდ, შარშან იყო 72 მლრდ ლარი და წელს ველოდებით, რომ მთელი ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი იქნება დაახლოებით 80 მლრდ ლარი. 3 წლის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა თითქმის 30 მლრდ ლარით გაიზარდა. ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით წელს…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ გვაქვს უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი, უწყვეტი სტაბილური პერიოდი, რაც არის საფუძველი სწორედ ჩვენი ქვეყნის განვითარების“,-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. ,,ჩვენ ძალიან რთულ ვითარებაში გვიწევს მუშაობა. უკრაინაში ომი რა თქმა უნდა, არის გამოწვევა არა მხოლოდ ჩვენი რეგიონისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ ვუყურებთ, რომ იცვლება საერთაშორისო წესრიგი, წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი და რეალურად, ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხე არის რეალური. ასეთ ვითარებაში რა თქმა უნდა, ჩემი, როგორც პრემიერ-მინისტრის და ჩვენი მთავრობის, ხელისუფლების მთავარი საზრუნავი, მთავარი ამოცანა არის სწორედ ჩვენი ქვეყნის გადარჩენა, ჩვენი ხალხის ინტერესების დაცვა და…

მეტი...

,,პირველ 5 თვეში გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა”- პრემიერი

მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5 %-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც ასეთ ვითარებაში საკმაოდ ძლიერი მიღწევაა,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს 10%-იანი ეკონომიკური ზრდა აქვს „მოგეხსენებათ კარგად, რომ ბოლო ორი წელი ქვეყანას აქვს ძალიან ძლიერი ეკონომიკური ზრდა, 10%-იანი ეკონომიკური ზრდა გვქონდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. ჩვენ წელსაც საკმაოდ ძლიერად დავიწყეთ. დღეს გამოქვეყნდა მაისის თვის მონაცემები, რომლის შესახებაც მინდა აღვნიშნო. მაისის თვის მონაცემების მიხედვით, პირველ 5 თვეში ჩვენ გვაქვს 7,5%-იანი ეკონომიკური ზრდა, რაც, დამეთანხმებით, რომ…

მეტი...

უმუშევრობის დონემ ისტორიულ მინიმუმს მიაღწია – ირაკლი ღარიბაშვილი

შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. უმუშევრობის დონე, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 70 000-ით გაიზარდა. ,,ეკონომიკური აქტივობის მაღალ ზრდასთან ერთად, გაიზარდა ინკლუზიურობა. შემცირდა როგორც უმუშევრობის დონე, ასევე სიღარიბე. უმუშევრობის დონე პატივცემულო დეპუტატებო, წინა წელთან შედარებით შემცირდა მნიშვნელოვნად და მიაღწია ისტორიულ მინიმუმს- 17,3%. აქვე შეგახსენებ, რომ 2012 წელს, როცა ჩვენ ჩავიბარეთ ხელისუფლება, უმუშევრობის დონე 27% იყო. წელს პირველ კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობა 70 000-ით გაიზარდა და შეადგინა მილიონ 271…

მეტი...

ევროკავშირის მხარემ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა დადებითად შეაფასა

29 ივნისს, ქ. ბრიუსელში, საქართველო – ევროკავშირის ასოცირების ეკონომიკური და დარგობრივი ქვე- კომიტეტის მე-2 თემატური ჯგუფის რიგით მერვე სხდომა  გაიმართა. შეხვედრა მიზნად ისახავდა – ბოლო ერთი წლის განმავლობაში, საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმებისა და ასოცირების დღის წესრიგის ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით, საქართველო-ევროკავშირს შორის დიალოგისა და განხორციელებული პროცესების შეფასებას. აღნიშნული მიმართულებით, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, კომპეტენციის ფარგლებში, განხორციელებული საკითხების წარდგენის, დიალოგში მონაწილეობის მიზნით, სხდომაში მონაწილეობა მიიღო  კონკურენციის ეროვნული სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა, სოფიო მომცელიძემ. სხდომაზე ძირითად საკითხად განიხილეს  – საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ, მომხმარებლის  უფლებების დაცვის მიმართულებით მიღწეული…

მეტი...

უკრაინის რადას დეპუტატი თაღლითობის ბრალდებით დააკავეს

უკრაინაში მოქმედი სახალხო დეპუტატი, „ევროსოლიდარობის“ წევრი სერგეი ალექსეევი დააკავეს. დეპუტატი 50 ათასი დოლარის სანაცვლოდ უცხოელს ექსტრადიციისგან თავის დაღწევას ჰპირდებოდა. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, დეპუტატი  მოითხოვდა ფულს ევროპის ერთ-ერთი ქვეყნის მოქალაქისგან. 50 ათას დოლარად სახალხო დეპუტატი დახმარებას დაჰპირდა, უცხოელი ექსტრადიციის თავიდან აცილების მიზნით. დეპუტატმა „გარანტია“ მისცა უცხოეთის მოქალაქეს, რომ სასამართლოში საკუთარ კავშირებს გამოიყენებდა, რათა გაეუქმებინა უკრაინის სახელმწიფო მიგრაციის სამსახურის გადაწყვეტილება უცხოელისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. გამოძიების ცნობით, დეპუტატის მიერ 30 ათასი დოლარის მიღება დაფიქსირდა, მანამდე მან 20 ათასი დოლარი მიიღო. დეპუტატს ბრალი წაუყენეს თაღლითობაში, რაც 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას…

მეტი...

,,წადი შენი დედაც…” – დეპუტატი აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის არ უგინებია

,,წადი შენი დედაც…”,- ამის შესახებ დეპუტატმა ლევან მგაბოლიშვიმა იმ დროს განაცხადა, როდესაც ტვ პირველის ჟურნალისტმა, ნანუკა ქაჯაიამ კითხვით მიმართა. ჟურნალისტი დაინტერესდა რა  სათქმელი ჰქონდა ხალხისთვის მმართველი გუნდის წარმომადგენელს. თავად დეპუტატი აცხადებს, რომ ჟურნალისტისთვის არ უგინებია. ,,ვინ არის ნანუკა ქაჯაია, კაცი დგას ძალიან უწმაწური წარწერით და მაგას ვუთხარი. ჩემი საქმეა ვის როგორ ვუპასუხებ, ჩემს საქციელზე მე ვაგებ პასუხს. ნანუკა ქაჯაიასთავის მე არ შემიგინებია, როგორ გეკადრებთ”. – განუცხადა მგალობლიშვილმა ტვ პირველს.

მეტი...

,,არ ველოდებით არანაირ პასუხს”- პარლამენტში პრემიერის ანგარიშს მოუსმენენ

დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. ”ლელოს” წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ანგარიშში, ცოტა რამ წერია სიმართე. ,,ჩვენ არ ველოდებით არანაირ პასუხს რუსული ხელისუფლებისგან. პასუხი ამ პრობლემებს უნდა გასცეს ქართველმა ხალხმა და უნდა გაისტუმროს ხელისუფლებიდან რუსული ოცნება”,- აცხადებს  სალომე სამადაშვილი.

მეტი...

პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს – საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები პრემიერს ელოდებიან

”შეაწუხე ირაკლი”- ამ სახელწოდებით საქართველოს პარლამენტთან აქცია მიმდინარეობს. საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრებილები ადგილზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მისვლას ელოდებიან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს წლიურ ანგარიშს წარუდგენს. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს.

მეტი...

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი ვაგნერის საიდუმლო VIP წევრი იყო – ”სიენენი”

რუსი გენერალი სერგეი სუროვიკინი  ვაგნერის კერძო სამხედრო კომპანიის საიდუმლო VIP წევრი იყო – ამის შესახებ ინფორმაციას „სიენენი“ ექსკლუზიურად მოპოვებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით ავრცელებს. მოპოვებული დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ სუროვიკინს ვაგნერთან პირადი სარეგისტრაციო ნომერი ჰქონდა. სუროვიკინი ჩამოთვლილია სულ მცირე 30 სხვა მაღალჩინოსან რუს სამხედრო და დაზვერვის ჩინოვნიკთან ერთად, რომლებიც Dossier Center-ის თქმით, ასევე არიან VIP ვაგნერის წევრები. სუროვიკინი არ გამოჩენილა საზოგადოებაში გასული შაბათის შემდეგ, როდესაც მან გაავრცელა ვიდეო, სადაც ევგენი პრიგოჟინს სთხოვდა, შეეწყვიტა  ჯანყება. მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი უცნობია. სუროვიკინი რუსეთის საჰაერო ძალების დაჯილდოვებული მეთაურია. რუსულმა მედიის ცნობით,  გენერალი სერგეი სუროვიკინი დააკავეს.

მეტი...

ბავშვის ცხედარი დიდ ჩან­თა­ში მოთავსებული იპოვეს – დაკავებულია ბიჭის მეურვე

რუსეთის ქალაქ ეკა­ტე­რინ­ბურ­გში 6 წლის ბიჭი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ბავშვს 26 ივ­ნისის შემდეგ ეძებდნენ, სა­ბო­ლო­ოდ კი მისი ცხედარი, ავ­ტო­ფა­რე­ხე­ბის კომ­პლექ­სის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, დიდ ჩან­თა­ში მოთავსებული იპოვეს. გამომძიებლების ცნობით, ბავშვი რამდენიმე თვის გარდაცვლილია. ბიჭი აღ­მზრდელ ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და და მე­ურ­ვემ მისი გარდაცვალება, მინ­დო­ბით აღ­ზ­რის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებს და­უ­მა­ლა. მომ­ხდარ ფაქ­ტზე საქმე აღიძრა მე­ურ­ვე­ო­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლე­ბის მი­მართ, შე­საძ­ლო გა­უფრ­თხი­ლებ­ლო­ბის ფაქ­ტზე.

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 228 340 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 228 340 ჯარისკაცი დაკარგა. უწყების ცნობით, რუსეთის საერთო სამხედრო დანაკარგები ასეთია:​  ჯარისკაცი – დაახლოებით 228 340; ​ტანკი – 4 041; ჯავშანტექნიკა – 7 863; საარტილერიო სისტემა – 4 127; სარაკეტო სისტემა – 630; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 389; თვითმფრინავები – 315; ვერტმფრენი – 308; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 3 519; საკრუიზო რაკეტები – 1 261; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 785; გემი/ნავი/კატარღა – 18; ​სპეციალური აღჭურვილობა – 569.

მეტი...

გადაკეტილი ქუჩები და დამწვარი მანქანები – საფრანგეთში პროტესტი გრძელდება

საფრანგეთში პოლიციელის მიერ 17 წლის მოზარდის მკვლელობასთან დაკავშირებით პროტესტი გრძელდება. პროსტესტის მესამე ღამეს ორმოცი ათასი პოლიციელი იყო განლაგებული საფრანგეთის მასშტაბით – თითქმის ოთხჯერ მეტი, ვიდრე ოთხშაბათს. ქალაქ ნანტერში, სადაც 17 წლის მოზარდი დაიღუპა, მომიტინგეებმა მანქანები დაწვესს, გადაკეტეს ქუჩები, შენობებზე კი დაწერეს – „შურისძიება ნაჰელისთვის“. საპროტესტო აქციაზე დაკავებულთა რიცხვმა 600-ს გადააჭარბა. „აქციის მონაწილეები პარიზის ცენტრში, Nike-ის ფეხსაცმლის მაღაზიაში შეიჭრნენ, რის გამოც დააკავეს 30 ადამიანი, მათ შორის 16 ადამიანი მოპარული ნივთებით მას შემდეგ, რაც მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს“, – აცხადებენ პარიზის პოლიციაში.

მეტი...

ტრამპი აცხადებს, რომ შეწყვეტილმა ამბოხმა პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, რომ რუსეთში შეწყვეტილმა ამბოხმა ვლადიმერ პუტინი გარკვეულწილად დაასუსტა. ტრამპი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის მთავრობას შესაძლოა, მოუწიოს რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა, ომის შესაჩერებლად. „შეიძლება ითქვას, რომ პუტინი ჯერ კიდევ არსებობს, ის ჯერ კიდევ ძლიერია, მაგრამ ის ნამდვილად იყო, ვიტყოდი, გარკვეულწილად დასუსტებული მაინც ბევრი ადამიანის გონებაში. თუმცა, პუტინი რომ აღარ ყოფილიყო ხელისუფლებაში, თქვენ არ იცით რა არის ალტერნატივა. ეს შეიძლება, იყოს უკეთესი, მაგრამ შეიძლება, იყოს ბევრად უარესი“, – განაცხადა ტრამპმა.  

მეტი...

ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს საჭირო პირობების შესრულებაში – ევროკავშირის ლიდერები

დღეს,  ევროკავშირი უკრაინის მხარდამჭერ  რეზოლუციას დაამტკიცებს. ევროკავშირის ლიდერების მიერ მიღებული ერთობლივი განცხადება, რომელიც უკრაინას შეეხება, საქართველოზეც არის საუბარი. ,,ევროპული საბჭო აღნიშნავს საქართველოს ხელისუფლების მიერ ბოლო დროს გადადგმული ნაბიჯებს. ევროკავშირი გააგრძელებს მჭიდრო თანამშრომლობას საქართველოსთან, რათა დაეხმაროს მას ევროპულ გზაზე წინსვლისთვის საჭირო პირობების შესრულებაში,”- ნათქვამია სამიტის დასკვნით დოკუმენტში. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი და წევრი ქვეყნები მზად არიან წვლილი შეიტანონ პარტნიონერბთან ერთად,  უკრაინის წინაშე უსაფრთხოების სამომავლო ვალდებულებებში, რაც დაეხმარება უკრაინას დაცვაში გრძელვადიან პერსპექტივაში,შეაკავებს აგრესიის აქტებს და წინააღმდეგობას გაუწევს დესტაბილიზაციის მცდელობებს.

მეტი...

პარლამენტის შენობაში დღეს დაშვების შეზღუდული რეჟიმი იმოქმედებს

საქართველოს პარლამენტი საკანონმდებლო ორგანოს შენობაში უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. დღეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტს ანგარიშს წარუდგენს. „30 ივნისს, საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა აკრედიტებული საპარლამენტო მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია, საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლების უსაფრთხოების დაცვა და სამუშაო პირობების უზრუნველყოფა“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

ფინეთში დასავლეთ ნილოსის ვირუსის მატარებელი კოღოები აღმოაჩინეს

ფინეთში პირველად აღმოაჩინეს დასავლეთ ნილოსის ვირუსის მატარებელი კოღოები. ქვეყნისთვის კოღოს ახალი სახეობა Culex Modetus ჰელსინკის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს. ექსპერტების აზრით, ფინეთში დაავადების გაჩენა უკიდურესად ნაკლებად სავარაუდოა. ამ დროისთვის ვირუსთან დაკავშირებით დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

24 წლის სტუდენტმა ლექციაზე 3 ადამიანი დაჭრა

კანადის ვატერლოოს უნივერსიტეტში 24 წლის სტუდენტმა, გენდერული კვლევების გაკვეთილზე სამი ადამიანი დაჭრა. პოლიცია შემთხვევას „სიძულვილით მოტივირებულ ინციდენტს“ უწოდებს. „გამომძიებლები თვლიან, რომ ეს იყო სიძულვილით მოტივირებული ინციდენტი, რომელიც დაკავშირებულია გენდერულ გამოხატვასთან და გენდერულ იდენტობასთან“, ნათქვამია ვატერლოოს რეგიონული პოლიციის სამსახურის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში. პოლიციის ინფორმაციით, ეჭვმიტანილი ოთხშაბათს, დაახლოებით 15:30 საათზე, აუდიტორიაში  შევიდა და დანით დაჭრა 38 წლის პროფესორი, 20 წლის სტუდენტი ქალი და 19 წლის სტუდენტი მამაკაცი. პოლიციის ცნობით, თავდასხმის დროს საკლასო ოთახში დაახლოებით 40 სტუდენტი იმყოფებოდა. დაჭრილების დაზიანებები სერიოზულია, თუმცა სიცოცხლისთვის საშიში არ არის.  

მეტი...

12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს მოსამართლემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა

ქუთაისში, 12 წლის ბავშვთან სქესობრივ დანაშაულში ბრალდებულ კაცს მოსამართლე ციცინო მოსიძემ საპროცესო შეთანხმება დაუმტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას  “ბათუმელები” ავრცელებს. მათივე ცნობით, განაჩენის თანახმად, კაცი 12 წლის მოზარდთან სქესობრივ კავშირს თავის სახლში ამყარებდა. მას მსჯავრდებულს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, თუმცა, ეს, როგორც განაჩენშია აღნიშნული “ჩაეთვალა პირობით, 4 წლით გამოსაცდელ ვადად”. “დამტკიცდეს პროკურორის გ.ტ.-ს და ბრალდებულ მ.შ.-ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება”, – წერს განაჩენში მოსამართლე, რომელიც მან 2021 წლის 9 აპრილს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში გამოიტანა.

მეტი...

გავაკეთებ იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად – ნიკა გვარამია

„მთავარი არხის“ დამფუძნებელის, ნიკა გვარამიას განცხადებით, იმას, რაც უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების 2024 წელს შეცვლას უყურებს, როგორც ამ ქვეყნისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობის საკითხს. „თვითონ არ მაქვს ჯერ არანაირი გადაწყვეტილება… არ ვიტყვი ახლა ამ ეთერში, რომ პოლიტიკაში არ წავალ. არავითარ შემთხვევაში, მაგრამ ვერც საწინააღმდეგოს ვერ ვიტყვი. გავაკეთებ ნებისმიერ ვითარებაში იმას, რაც, ჩემი აზრით, უპირველეს ყოვლისა, და მერე სხვების აზრითაც, ვინც მე მაინტერესებს, ვის აზრსაც ვენდობი, უკეთესი იქნება „ქართული ოცნების“ ხელისუფლების შესაცვლელად,”- განაცხადა ნიკა გვარამიამ თავარი არხის“ ეთერში.

მეტი...

ამერიკელი ჩინოსანი უკრაინაში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი,  „რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი მაიკ პენსი  მოულოდნელად უკრაინაში ჩავიდა. მან შეხვედრა გამართა უკრაინის პრეზიდენტთან. მაიკ პენსი ბუჩასა და ირპენშიც იმყოფებოდა, სადაც საკუთარი თვალით ნახა რუსული სისასტიკე. „აქ პირადად ჩამოსვლა, უკრაინელი ჯარისკაცების გმირობის უშუალოდ დანახვა… ხალხის გმირობის დანახვა ირპენში… იმ ოჯახების ნახვა, რომელთა სახლები ფაქტობრივად დაბომბეს, მიძლიერებს სურვილს, ჩემი წვლილი შევიტანო, გავაგრძელო ამერიკის ძლიერი მხარდაჭერის მოწოდება ჩვენი უკრაინელი მეგობრებისა და მოკავშირეებისთვის“, – აღნიშნა მაიკ პენსმა. მისი თქმით, უკრაინელების დახმარება ყველას ინტერესებში უნდა შედიოდეს. „მე აქ იმიტომ ვარ, რომ მნიშვნელოვანია, ამერიკელმა ხალხმა გაიგოს ჩვენ მიერ მიღწეული პროგრესი…

მეტი...