„ბინძური ადამიანი ხართ“ – პრემიერი ანა ნაცვლიშვილს

საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან პრემიერ-მინისტრს მიმართა და მისი შვილის პელსინვანიის უნივერსიტეტში სწავლაზე ისაუბრა.

როგორს ნაცვლიშვილმა აღნიშნა, მისასალმებელია, რომ მისი შვილი ამ უნივერსიტეტში სწავლობს, თუმცა, პრემიერს შეახსენა, რომ  ეს უნივერსიტეტი  ლგბტ თემის აქტიური მხარდამჭერია და ხომ არ ეშინია პრემიერს რომ მისი შვილი შესაძლოა გადაიბირონ.

აღნიშნულ განცხადებას ირაკლი ღარიბაშვილის გაღიზიანება და ადგლიდან შეძახილი მოჰყვა.

„სიბინძურეს აკეთებთ, ბინძური ადამიანი ხართ, – ასე მიმართა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანა ნაცვლიშვილს სხდომათა დარბაზში. მან რეპლიკის სახით „ავადმყოფიც“ ახსენა.

ანა ნაცვლიშვლის გამოსვლას დარბაზის გაღიზიანებაც მოჰყვა.

 

მსგავსი თემები