„პოლიციელის ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ამ ვიღაც ბინძურმა“ – ირაკლი ღარიბაშვილი  

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზეც ისაუბრა, რა დროსაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს. საუბარია მოლოტოვის კოქტეილების სროლასა და პოლიციის მანქანის დაწვის ფაქტზე, რის გამოც ლაზარე გრიგორიადისია დაკავებული.

„გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ, აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო ვიქნები“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის შეფასებით, ქვეყანაშ ქაოსი გამორიცხულია.

„ახსენეთ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს, მე ვიღაცა თმის ფერის გამო გავაკრიტიკე. მთავარი მინდა გითხრათ, არ მაინტერესებს არც თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი, საერთოდ. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა, არ მაინტერესებს ვინც არის, ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ, აბსოლუტურად შეუვალი და უკომპრომისო ვიქნები. ასეთ რაღაცას არავის ვაპატიებთ. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა, ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ! ახლა, გამოვიდნენ და დაიცვან, რატომ არ იცავენ? რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან? ვერავინ გამოიყვანს და ვერავინ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც პოლიციაზე ხელს აღმართავს“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები