„ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ“ – ირაკლი ღარიბაშვილი ოპოზიციას

„ყველაზე ანტი ევროპული, ფაშისტური ძალა იყავით თქვენ, თქვენ არაფერი არ გაგიკეთებიათ ,არც ევროპული ინტეგრაციის გზაზე, არაფერი, საერთოდ არაფერი არ გაგიკეთებიათ,3 წელი დააგვიანეთ, ბევრს რომ ლაპარაკობთ ევროპაზე 3 წელი დააგვიანეთ, სად იყავით ?! გეძინათ?! ყველანაირ ძალადობას ვემიჯნებით“, –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით,  ძალადობა არის მიუღებელი, არ შეიძლება ძალადობის მოწონება, წახალისება.

„მე ამის თაობაზე გავაკეთე განცხადება პირველივე დღეს ,როცა მქონდა საშუალება კომენტარის გაკეთების და ვთქვი, რომ ძალადობა არის მიუღებელი, რომელ ძალადობაზე ლაპარაკობენ ეს ადამიანები?! ადამიანებს ხვრეტდნენ პირდაპირ ქუჩაში, ახალგაზრდებს, ახლა მე რომ მეძახიან, რომ თურმე რაღაცას ვუწოდებ მაგას განვმარტავ, მაგრამ პირდაპირ ხოცავდნენ ქუჩაში, არბევდნენ სიკვდილამდე, რა დღეში იყავით, ციხეებში გადავსებული ყავდათ პატიმრებით, 20 კვადრატულში, აგერ კითხეთ ბატონი ბრეგაძე, 20 კვადრატულ საკანში 30 ადამიანი ყავდათ გამომწყვდეული, გაუბედურებული ინფრასტრუქტურა, ყველაფერი, ჯოჯოხეთი გქონდათ მოწყობილი თქვენი მოქალაქეებისთვის, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა ამ ფაშისტურმა რეჟიმმა, ადამიანი წამება, გაუპატიურება, მკვლელობა ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი  იყო ამათი, ბიზნესის ტერორი, თავისუფლად ვერ სუნთქავდა ადამიანი , მოქალაქე“ – განაცხადა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები