„ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში”- პრემიერი ოპოზიციას

„ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში, დეპუტატების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პრემიერმა კითხვით მიმართა ოპოზიციის წარმომადგენლებს, სურთ თუ არა ქვეყნის გაერთიანება, ”ქართული ოცნებით” ხელისუფლების პირობებში.

,,მინდა კითხვად დაგისვათ – წინააღმდეგი იქნებით თუ არა, რომ ჩვენი ხელისუფლების დროს გაერთიანდეს ჩვენი ქვეყანა. ამ კითხვაზე გაგვცენ პასუხი. ძალიან მაინტერესებს. მე დარწმუნებული ვარ, ამ ადამიანებს არ სურთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანება ჩვენი ხელისუფლების პირობებში. დარმუნებული ვარ 100 პროცენტით. ეს არის რეალობა, თუ გინდათ კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, თქვენს მიერ ჩადენილი ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ,”- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები