„არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ“ – ირაკლი ღარიბაშვილი 

„იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო, არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისი ორიენტაცია და არც არაფერი საერთოდ“ – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ხელისუფლება ქაოსს და ანარქიას არ დაუშვებს ქვეყანაში. „ახლა რაც შეეხება ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომ თითქოს მე ვიღაც თმის ფერის გამო გავაკრიტიკე. რას ნიშნავს?! ეხლა მე მთავარი მინდა გითხრათ. არ მაინტერესებს არც მისი თმის ფერი, არც მისიორიენტაციადა არც არაფერი საერთოდ. ყველა, ვინც ხელს აღმართავს ჩვენს პოლიციაზე, სახელმწიფო იქნება დაუნდობელი და უკომპრომისო. აი ეს დაიმახსოვრეთ ყველამ. არ მაინტერესებს არავის არც თმის ფერი და არაფერი. გამოვიდა, პოლიციას პირდაპირ მოლოტოვის კოქტეილი ესროლა და ცოცხლად დაწვა გადაწყვიტა ვიღაც ბინძურმა. არ მაინტერესებს ვინც არის.

ამას გეტყვით აღშფოთებით. მე აქ ვიქნები აბსოლუტურად შეუვალი, უკომპრომისო. არავის არ ვაპატიებთ ასეთ რაღაცას. ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ ხელის აღმართვა. ეს კარგად დაიმახსოვროს ყველამ. გამოვიდნენ და დაიცვან. რატო არ იცავენ?! რატომ არ გამოჰყავთ ციხიდან?! ვერავინ ვერ გამოიყვანს, ვერავინ ვერ აპატიებს ამ მძიმე დანაშაულს, ვინც აღმართავს პოლიციაზე ხელს.  რა შუაშია თმის ფერი, რა შუაშია ვინმეს ორიენტაცია. ჩვენ ეს არ გვითქვამს ამ კონტექსტში. აქ რამდენჯერმე გამოვიდნენ სხვები და თქვეს, სატანისტები ეძახა ახალგაზრდებსო. ეს არის დიდი ტყუილი. მე ვთქვი შემდეგი რაღაც და ამაზე პასუხისმგებელი ვარ: რამდენიმე ახალგაზრდა მეთქი, ამოწიეთ ჩემი ინტერვიუ და გაძლევთ სიტყვას, ასე იყო, მართლა დავინახე მე, გავეცანი მასალებს პოლიციიდან და საგამოძიებო სამსახურებიდან.  ჩვენ თვითონ დავინტერესდით, ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რაღაც გაუგებარი ფორმებით და აშ.. გავარკვიეთ, რომ არსებობს ასეთი სექტები და გარკვეული ტვინ არეული, გზააბნეული ერის შვილები, დავარქვათ ასე, მაინც და მაინც, მარტივად რომ გითხრათ. ეს ახალგაზრდა შეიძლება ამ ანარქისტების ჯგუფის წევრი იყო. არ მაინტერესებს ახალგაზრდაა, ძველგაზრდაა, ვინ არის. არ მაინტერესებს არავინ საერთოდ.  მე მთავარი გითხარით და დაიმახსოვროს ყველამ კარგად, რომ ჩვენ არ დავუშვებთ ქაოსს და ანარქიას“,- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მსგავსი თემები