რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა?!

„კითხვა დამისვეს რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო? ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს – ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ. საუბარია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კითხვაზე, რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა, ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს – მხოლოდ ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში.

„საუბარია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რომ აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაზე მიდის ფარული მოლაპარაკებები, პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არავითარი მოლაპარაკება ამ საკითხზე არ მიმდინარეობს. ჩვენ არავითარი დაფარული დღის წესრიგი არ გვაქვს, თუ რაიმე საკითხზე გვაქვს საუბარი ეს ყველამ ყველაფერი იცით, როგორც ქვეყნის შიგნით ისე ქვეყნის გარეთ, ასე, რომ აქ კითხვები არ არსებობს. კითხვა დამისვეს რა შემთხვევაში შეიძლება გახდეს შესაძლებელი აფხაზეთის რკინიგზის აღდგენაო? ამაზე ერთადერთი პასუხი არსებობს:

ჩვენი ქვეყნის გამთლიანების, გაერთიანების შემთხვევაში მხოლოდ! კითხვა დაისვა, რომ რა ხედვა აქვს ჩვენს ქვეყანას აფხაზეთთან მიმართებაში , საერთო მე მიმაჩნია, რომ ჩვენ მიზანმიმართულად 10 წელია, 10 წელზე მეტია უკვე ქვეყანას, ჩვენს ხელისუფლებას მიყავს, ჩვენი სტრატეგიული მოთმინებით და პრაგმატული, გონივრული პოლიტიკით ქვეყანა გაერთიანებისკენ, ყოველი დღე ყოველი ჩვენი მიზანი გააზრებული ნაბიჯი გვაახლოებს ამ დიდ საერთო ეროვნულ მიზანთან. ეს უნდა იყოს ჩვენი საერთო ეროვნული მიზანი და არა ეს გაუგებარი რაღაც თემები, რომელზეც საზოგადოებას არ აინტერესებს საერთოდ მათ მიერ გამოგონილი საკითხები. ეს უნდა იყოს მთავარი თემა, მე ვფიქრობ, მიმაჩნია რომ ეს არის შესაძლებლობა, როგორც ჩვენი აფხაზებისთვის და ოსებისთვის, მთლიანად ქვეყნისთვის, რომ საერთოდ სხვა ქვეყანა მივიღოთ, საერთო შეიცვლება ჩვენი ქვეყანა მთლიანად, გამთლიანების შემთხვევაში ჩვენ, შეიძლება სამოთხედ იქცეს ეს ადგილი და აქ მილიარდობით დოლარის ინვესტიცია შემოვა, როგორც კი ქვეყანა გამთლიანდება და დასრულდება ოკუპაცია, აი ამაზე უნდა იყოს ჩვენი მთელი ძალისხმევა მიმართული, ამაზე ფიქრით უნდა ვიძინებდეთ და ვიღვიძებდეთ ჩვენ ყველანი, მათ შორის ოპოზიციაც, ესენიც ხომ მოქალაქეები არიან“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი თემები