,,ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად”- ნიკო კვარაცხელიას დედა გიორგი კეკელიძეს

,,ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად, გიორგი დანის პირზე სიარული ვიცი მართლაც ძნელია, მიუხედავად ჩვენი დიდი თანაგრძნობისა,”- ასე მიმართავს ვერაზე მოკლული ნიკო კვარაცხელიას დედა, იზა ომაძე ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორს გიორგი კეკელიძეს.

იზა ომაძე გიორგი კეკელიძეს თანადგომას უცხადებს.

„წარმოუდგენელია რა მორალს ეფუძნება ადამიანის განადგურება, იმ ადამიანისა რომელიც სულით ხორცამდე კეთილ საქმეს ემსახურება.

მუდმივად დავწერ,მუდმივად გამოვუხატავ თანადგომას იმ ადამიანებს ვინც ჩვენი შვილებში ილია, ვაჟა, აკაკი უნდა გააგრძელონ… დღეს უკვე აღარც მიკვირს ის ტერაქტი რაც ჩემს შვილს მოუწყვეს, ბინძური მეთოდებით დიახ საბჭოთა მეთოდებით, მათ სცენარი ხომ წინასწარ მოიფიქრეს და დღემდე იმ სცენარით მიდიან, ისინი ხომ სინათლეს ებრძვიან.

გიორგი კეკელიძე • Giorgi Kekelidze ამ ბინძურ ომს მოვიგებთ თანაც აუცილებლად, გიორგი დანის პირზე სიარული ვიცი მართლაც ძნელია, მიუხედავად ჩვენი დიდი თანაგრძნობისა, თანადგომისა თითოეული ბოროტი სიტყვა და საქციელი მაინც ინდივიდუალურად შენს გონებაზე და გულზე გადის, ჯანმრთელობას გაუფრთხილდი ჯანმრთელობას.

შენ სჭირდები ამ ქვეყანას, შენი სიტყვა მარგალიტები ჩვენს შვილებს სჭირდება, ადამიანებმა ვინც ღირსება არ გავყიდეთ, შვილის სიცოცხლე არ გავყიდეთ მერწმუნე შენს დღეში ვართ, მაგრამ უფლის და მართლაც უბრალო ხალხის იმედად. მერწმუნე ბოროტებას ექნება Happy And -ი! მზეც გამოვა აუცილებლად“, – წერს იზა ომაძე.

მსგავსი თემები