„სტატუსის არმიცემა იქნება  დიდი შეცდომა, სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ჩვენ უკრაინასა და მოლდოვასთან 2-3-ჯერ წინ ვართ და სტატუსის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ უნდა იყოს.

„სტატუსის არმიცემა იქნება  დიდი შეცდომა, სტრატეგიული შეცდომა ევროკავშირის მხრიდან. პოლარიზაცია შეიძლება კიდევ უფრო გამძაფრდეს. არაფერი არ მოხდება, მაგრამ, ამათ ყვირილი ისედაც და ასედაც, მაინც გაგრძელდება. ეს არის გზავნილი – რა გზავნილს უგზავნიან ისინი ქართველ ხალხს და ჩვენს ქვეყანას. იმედს ვიტოვებ, რომ ევროპაში კეთილგონიერება გაიმარჯვებს“ – აღნიშნა პრემიერმა პარლამენტში.

მსგავსი თემები