,,ვერბალური ძალადობის ფაქტები გვახსოვს, მაგალითად, სპორტსმენების მიმართ”- ირაკლი კობახიძე

ყველას მოვუწოდებ, ნუ აღვივებენ შუღლს ამ ქვეყანაში, ფიზიკური და ვერბალური ძალადობა არ არის სამოქალაქო აქტივიზმი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ნაცები“, „გირჩელები“ და სხვები ჩართული იყვნენ ვერბალური ძალადობის კამპანიაში.

,,პოლიტიკას რომ თავი დავანებოთ, ვერბალური ძალადობის ფაქტები გვახსოვს. მაგალითად, სპორტსმენების მიმართ. ლაშა ტალახაძე იყო პირველი, რომელსაც კონკრეტული პოლიტიკოსები, გვარამია და ასე შემდეგ თავს ესხმოდნენ. ეს იყო ვერბალური ძალადობის აქტი, მერე მიუსიეს სამოქალაქო აქტივისტები ლაშა ტალახაძეს, რომელიც არის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს რეკორდსმენი. ყველანაირი მიღწევა, რაც კი შეიძლება, ჰქონოდა ამ კაცს, ყველაფერს მიაღწია. ამის შემდეგ იყო თორნიკე შენგელია, რომლის მიმართაც განხორციელდა მასობრივი ვერბალური ძალადობა, როდესაც გადავიდა ერთ-ერთ რუსულ კლუბში სათამაშოდ. სამარცხვინო ვერბალური ძალადობა განხორციელდა მასზე. შემდეგ იყო ხვიჩა კვარაცხელია, რომელზეც განხორციელდა ვერბალური ძალადობა მხოლოდ იმის გამო, რომ, როდესაც რუბინში ატარებდა ბოლო თამაშს, მას ანდეს კაპიტნის სამკლაური. მთელი ეს „ნაცები“, „გირჩელები“ და ა.შ. ჩართული იყვნენ ამ ვერბალური ძალადობის კამპანიაში. ბოლო შემთხვევა იყო ნუცა ბუზალაძე, რომელზეც ასევე განხორციელდა ვერბალური ძალადობა, აბსოლუტურად სამარცხვინოდ. ვინ აკეთებს ამას. ისევ ეს „ნაცები“, „გირჩელები“ და ასე შემდეგ სამარცხვინო ხალხი. ეს არის შუღლის გაღვივების, პოლარიზაციის გაღვივების მცდელობა, აბსოლუტურად სამარცხვინოა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, ნებისმიერი ასეთი ადამიანი საჭიროებს მყისიერ სოლიდარობას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მსგავსი თემები