ბიუროკრატიული ბანდიტებს  ჰქონდათ მცდელობა ჩაეშალათ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან – ბოკუჩავა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა შინაგან საქმეთა მინისტრისგან  დაუყოვნებლივ რეაგირებას მოითხოვს კასპში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, არ აპირებენ მოუსმინონ პრემიერ-მინისტრს მოსმენას და კასპში აპირებენ ჩასვლას.

,,რუსული ოცნების მხრიდან ორგანიზებული ბიუროკრატიული ბანდიტები მიქსეული იყვნენ პენსიონერებთან და ჰქონდათ მცდელობა, ჩაეშალათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან. ჩვენ დაუყოვნებლივ მოვითხოვთ შინაგან საქმეთა მინისტრისგან, რომ აღდგეს კანონიერება, დაისაჯონ მოძალადეები და აღკვეთონ უკანონობა. პუტინისტურმა, ბანდიტოკრატიულმა რუსულმა ოცნებამ, ივანიშვილის რეჟიმმა, საქართველო აქცია ძალადობის პოლიგონად, შექმნა ძალადობის სპირალი, სადაც ფიზიკურად უსწორდებიან კრიტიკულად განწყობილ ადამიანებს, მედიის წარმომადგენლებს, ჟურნალისტებს, მოქალაქეებს, პოლიტიკოსებს, პენსიონერებს. მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ რეაგირებას შს მინისტრის მხრიდან, ჩვენც სწორედ მივემართებით კასპში, რადგან ახლა პოლიტიკური ეპიცენტრი ახლა ისაა და არ ვაპირებთ მოვუსმინოთ რუს პრემიერს, რომელიც მორიგ ჯერზე ვამხილეთ ქვეყნის ღალატში”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, ლევან ხაბეიშვილს კასპში დაუპირისპრდნენ.

 

მსგავსი თემები