„თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?!“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი, კი ბატონო, ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის. თუ უცხოელს თავის ქვეყანაში აკრძალული აქვს სუროგაცია, ჩვენთან რატომ უნდა იყოს?!-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, მთავრობამ დაამუშავა ევროპული ქვეყნების პრაქტიკა და გადაწყვიტა, რომ სუროგაცია დაშვებული იქნება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და ამ შემთხვევაში შეთანხმება წყვილებსა დასუროგატ დედებს შორის უნდა მოხდეს.

„არ მინდა სპეკულაციებში შევიდე, მაგრამ ზოგადად მგრძნობიარე თემაა და რატომ უნდა აიკიდოს სახელმწიფომ ეს თავის ტკივილი, აი ამაზე იყო საუბარი. მით უმეტეს, როდესაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ და ვეღარ მივყვებით, სად მიჰყავთ ეს ბავშვები, მერე ძალიან ბევრი პრობლემა დაფიქსირდა ბავშვების წაყვანასთან დაკავშირებით. შემდეგ იყო ძალიან ბევრი გარჩევა და ძალიან ბევრი მგრძნობიარე საკითხი იყო, ამიტომ ვთქვით, რომ რასაც ვერ ვაკონტროლებთ, მითუმეტეს ჩვენი ევროპული პრაქტიკა დავამუშავეთ, იმას უნდა ჩავეხსნათ და არ უნდა შევიდეთ პასუხისმგებლობაში სახელმწიფო.

მორალურად მე არ მომწონს და მიუღებელია, რომ ჩვენი მოქალაქეები ქალბატონები მიყავდათ, თან მე გეტყვით, რამდენიმე ფაქტი არსებობს, რომ მძიმე ვირუსები გადაედო ქალბატონებს და ძალიან ბევრი ჯანმრთელობის გაუარესება ხდება და რატომ ვაწვალებთ ამ ხალხს, ვერ გავიგე. მითუმეტეს, თუ ჩვენს მოქალაქეებზეა საუბარი ,კი ბატონო ეს უნდა მოხდეს შეთანხმებით წყვილებსა და სუროგატ დედებს შორის, მაგრამ არ უნდა იყოს მითუმეტეს, რომ ჩვენ დავამუშავეთ ევროპული ქვეყნების პრაქტიკა. არცერთ განვითარებულ ევროპულ სახელმწიფოში არ არის დაშვებული სუროგაცია, არის ჰიბრიდული პრაქტიკაც, მეთოდებიც და ეს გადმოვიღეთ და ჩვენ ვთქვით, რომ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იქნება დაშვებული, რომ წავახალისოთ დემოგრაფია და ა.შ. უნდა ვისაუბროთ ამ თემებზე“ – აღნიშნა პრემიერმა.

მსგავსი თემები