,,ერთადერთი ფუნქცია ირაკლის აქვს ის, რომ თავისი სულელური განცხადებებით გადაფაროს მეორე ირაკლი”- ანა წითლიძე

,,თქვენ რომელი სახელითაც გინდათ, იმ სახელით მოიხსენიეთ… ვინ არის ამ განცხადების ავტორი?”- ამ კითხვით ”ნაციონალური მოძრაობის” წევრმა,  ანა წითლიძემ პრემიერ-მინისტ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილთან სერიოზულად საუბარს არ აპირებს.

,,კითხვა მეორე- ეთანხმება თუ არა ირაკლი ამ გამოთქმულ მოსაზრებას და შეფასებას მასზე, რომ ის არის არაკომპეტენტური და შეგვიძლია რაც გვინდა ის დავუძახოთ; კითხვა მესამე- მაშინ, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა  ამ ირაკლის არ ანდო მისი მცირე კაპიტალიც კი, რატომ უნდა ებაროს მას ამ ქვეყნის ბედი და ყველაზე ტრაგიკული რაც არის ისაა, რომ ერთადერთი ფუნქცია ირაკლის აქვს ის, რომ თავისი სულელური განცხადებებით გადაფაროს მეორე ირაკლი – კობახიძე, რომ ვაიდა უცებ პრემიერის პოსტი არ დაკარგოს და კობახიძემ არ ჩაანაცვლოს. ამიტომაც, სერიოზულად საუბარს ამ ირაკლისთან არ ვაპირებ”,- განაცხადა წითლიძემ.

 

მსგავსი თემები