„მსოფლიო დგას  ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე, რომ გამოდიხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები“ – პრემიერი 

„დღეს ასეთ რთულ ვითარებაში, მეგობრებო, მსოფლიო დგას   ბირთვული იარაღის გამოყენების საფრთხის წინაშე. რომ გამოდიხარ და ვიღაცა ხარ და ამბობ რომ ომი უნდა დაიწყო, ვის ინტერესებს ემსახურები საერთოდ?  ვინ ხარ საერთოდ? და როგორ ბედავ ამას? – აღნიშნა პრემიერ -მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, რადიკალური ოპოზიცია რომ ხელისუფლებაში ყოფილიყო, საქართველოს მეორე პოლიგონად გადაიქცეოდა.

„აქ კითხვები დაისვა – ერთ- ერთი გამომსვლელი ამბობდა, რომ თქვენს მიერ მოგონილია ეს მეორე ფრონტის მითი და თითქოს ჩვენ ჰაერიდან მოვიტანეთ ეს ტერმინები. მე შევახსენებ კიდევ ერთხელ, მათი ეს გაუბედურებული ბელადი, ციხეში რომ არის ახლა, შემოვიდა კონკრეტული მიზნით, რომ აქ მოეხდინა რევოლუცია, სისხლიანი გადატრიალება და რა თქმა უნდა ჩაფლავდა. 10 კაცი გავუგზავნეთ, გაუღეს სამალავი, ბინა და მიაბრძანეს სადაც საჭიროა. ჩვენ, აღარ მინდა გავიმეორო ახლა ამ სიტუაციაში, უკრაინა ომშია, უკრაინის ხელისუფლებაზე აღარ მინდა ვისაუბრო, მაგრამ უმაღლესი თანამდებობის პირების განცხადებები მოვისმინეთ. ბატონი დანილოვის და სხვების, მეორე ფრონტის გახსნასთან დაკავშირებით“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები