,,ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ ქურქუმალ ვაითს”- პრემიერი

შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რათა მიეხმარონ ბატონ ქურქუმალ ვაითს, როგორც იგი თავად უწოდებს თავის თავს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„სამწუხაროა და ძალიან საწყენია, რომ ჩვენ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ძალიან ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდნენ. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და მით უმეტეს შეურაცხყოფას არ გამოვეხმაურო, არ ვუპასუხო. მინდა, გითხრათ, რომ საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება, გავაკეთო რამდენიმე მათ გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა იმისა, რომ ჩვენ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

 

ბიუროკრატიული ბანდიტებს  ჰქონდათ მცდელობა ჩაეშალათ ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის და ლიდერების შეხვედრა პენსიონერებთან – ბოკუჩავა

მსგავსი თემები