რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს პრიგოჟინის მკვლელობა აქვს დავალებული – ბუდანოვი

უკრაინის დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელის კირილ ბუდანოვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურს  “ვაგნერის” ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის ლიკვიდაცია აქვს დავალებული.

,,ჩვენ ვიცით, რომ FSB-ს დაევალა მისი მოკვლა. შეძლებენ თუ არა ისინი ამას? ამას დროთა განმავლობაში ვნახავთ…ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი პოტენციური მკვლელობის მცდელობა არ იქნება სწრაფი. მათ გარკვეული დრო და მიდგომები დასჭირდებათ რათა მიაღწიონ დიდი ოპერაციის შესრულების დონეს. თუმცა, კიდევ ერთხელ, მე მინდა ხაზი გავუსვა რომ ეს დიდი შეკითხვაა – წარმატებით შეასრულებენ დავალებას? გაბედავენ მის შესრულებას?”, – აცხადებს ბუდანოვი.


 

მსგავსი თემები