„ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი“ – ელისაშვილი პრემიერს

„ჩემი აზრით, თვითკრიტიკა და თვითკრიტიკულობა ყველაზე მეტად შვენის ადამიანს და განსაკუთრებით პოლიტიკოსს, განსაკუთრებით სახელმწიფო თანამდებობის პირს და კიდევ უფრო განსაკუთრებით მთავრობის თავმჯდომარეს და პრემიერ-მინისტრს“, – განაცხადა პოლიტიკური ჯგუფის „მოქალაქეების“ თავმჯდომარემ, ალექსანდრე ელისაშვილმა.

მისი თქმით, პრემიერი სხვა საქართველოს ხატავს, რელობა კი სულ სხვაა.

„თქვენს გამოსვლაში რომ მომესმინა რამდენიმე ნოტა მაინც სხვადასხვა დარგში და სფეროში ხარვეზებთან დაკავშირებით და იმასთან, რომ რაღაც სხვაგვარად გვინდოდა, მაგრამ არ გამოგვივიდა, ისევ თქვენთვის იქნებოდა ძალიან კარგი იმიტომ, რომ უკეთესად წარმოჩინდებოდით, მაგრამ როცა გამოდიხართ და გვიყვებით, არიქა, ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა გვაქვს მსოფლიოში, რა ვიცი, აგაშენებთ ღმერთი! სიღარიბე განახევრდა – აგაშენებთ ღმერთი! ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა დასული – აგაშენებთ ღმერთი, მაგრამ ამ შენობიდან, რომ გავალ და სახლში რომ ავდივარ ფეხით იმდენი გაჭირვებული ხალხი რატომ მხვდება? სხვა საქართველოა რასაც თქვენ ხატავთ და სხვა საქართველოა რეალურად. ამ საქართველოზე ობიექტურად და მიწაზე დაშვებულად რომ ილაპარაკოთ ისევ თქვენთვის იქნება კარგი, რადგან ის ხალხი არ გააღიზიანოთ ვინც უმუშევარია“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.

მსგავსი თემები