,,სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი”- ირაკლი კობახიძე

”ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი. მისი თქმით, ის, რომ თბილისიდან 40 კილომეტრში რუსული ჯარი დგას, მიხეილ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურებაა.

,,სააკაშვილის ავანტიურამ მოაბრუნა საქართველოში რუსული ჯარი, ის, რომ დღეს 40 კილომეტრში თბილისიდან დგას რუსული ჯარი, არის სწორედ სააკაშვილის ავანტიურისტული ქმედებების დამსახურება. მე ჩამოგითვლით როგორ მიდიოდნენ ნაბიჯ-ნაბიჯ აქეთკენ, მაგალითად, როგორ აღადგინეს სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის საზღვრები, ეს გააკეთა სააკაშვილმა, სხვას არავის გაუკეთებია, მეორე, მათ დაარქვეს ზემო აფხაზეთი კოდორის ხეობას, ესეც გააკეთა სააკაშვილმა, სააკაშვილმა ჩაატარა ალტერნატიული სეპარატისტული არჩევნები ცხინვალის რეგიონში, მუდმივი საუბარი მილიტარიზაციაზე, ესეც გააკეთა სააკაშვილმა და დაპირებები იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდებოდა ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, იმ წლის დასაწყისში კონკრეტულ ამომრჩეველს ჰპირდებოდა სააკაშვილი იმას, რომ ერთ წელიწადში ისინი შეხვდებოდნენ საკუთარ სახლებში, ეს ავანტიურისტული ქმედებები საბოლოო ჯამში მიზნად ისახავდა იმ შედეგის დადგომას, რომელიც დადგა”, – განაცხადა  კობახიძემ.

მსგავსი თემები