,,მოგვიქსიეს „ქართული ოცნების“ აქტივისტები, ილანძღებიან, იგინებიან”- ლევან ხაბეიშვილი

,,მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ეს ყველაფერი ორგანიზებულია.

,,კასპში, სადაც ვხვდებოდით მოქალაქეებს, მოგვიქსიეს საკრებულოს წევრები, „ქართული ოცნების“ აქტივისტები, სიპების და აიპების თანამშრომლები, ილანძღებიან, იგინებიან. ცხადია ეს ყველაფერი არის ორგანიზებული და სადაც არ უნდა წავიდე მომყვებიან, ეს იქნება კასპი, გარდაბანი თუ სადაც ვიქნები, დამყვებიან და ამით ჰგონიათ რომ ამით შეგვაშინებენ.“ – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარს ”მთავარი არხი” ავრცელებს.

 

მსგავსი თემები