„მოსახლეობის 90%-ზე მეტიც, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს“ – პრემიერი ლგბტ პროპაგანდაზე

საქართველოს პრემიერ-მიისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ლგბტ პროპაგანდაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კატეგორიულად მიუღებელია ის ფაქტი, რაც „მაგდონალდსის“ ქსელში დაფიქსირდა.

„მიუღებელი ფაქტი იყო მაკდონალდსში როგორი კამპანია დაიწყეს. ასევე მიუღებელი არის, ერთ-ერთ წიგნში, თუ არ ვცდები სულაკაურის გამომცემლობაში იყო ასევე. ვფიქრობ საგანგაშო იყო ეს ფაქტიც, ამაზე რეაქცია საზოგადოების იყო ძალიან მკვეთრი და მძაფრი. ამიტომ, ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება, ვინაიდან ეს საკითხები დაისვა უკვე ღიად, ამიტომ ჩვენ ხელისუფლებას მოგვიწევს ამ საკითხებზე გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენი ტრადიციების შესაბამისად, ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა 90%, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს ჩვენს ქვეყანაში“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, 90% ჩვენი მოსახლეობის, შეიძლება, მეტიც, 90 პროცენტზე მეტიც, მხარს უჭერს ოჯახის ღირებულებებს, ქრისტიანულ ფასეულობებს, ტრადიციებს.

„არის საკითხები, რომლებიც მიუღებელია ასევე ჩვენი კულტურისთვის, ჩვენი ხალხისთვის, ჩვენი ტრადიციებისთვის, ჩენი რელიგიისთვის, რწმენისთვის. ასე რომ ამ საკითხებს სჭირდება გამიჯვნა. ჩვენ ნუ დავაკავშირებთ რაღაც კანონოს ჩვენს ღირებულებებთან. მე ამას გეტყოდით და ეს რა თქმა უნდა განათლების სამინისტროზე წეღან რომ ვისაუბრე, ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი განათლების სამინისტროსი და ჩვენი საზოგადოების იქნება თუ  ჩვენი ხელისუფლების, რომ დავიცვათ ამ მავნებელი პროპაგანდისგან ბაღები და სკოლები. ეს არის, კითხეთ ნებისმიერ ევროპაში მცხოვრებს, გნებავთ“,  – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

მსგავსი თემები