,,ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია – აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ”- კახაძე პრემიერს

,,ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია. ღირსება, წესრიგი, განათლება. ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ,”- ამ სიტყვებით ”ქართული ოცნების” დეპუტატმა ლადო კახაძემ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მიმართა.

,,მოგესალმებით ბატონო ირაკლი, პრემიერო, მივესალმები თქვენს ძლიერ, მართალ გუნდს, მსახურებაში ჩამდგარ გუნდს, გისურვებთ წარმატებას, თქვენს და ჩვენს საერთო, ერთობლივ ქმედებაზეა დამოკიდებულები ჩვენი ქვეყნის წარმატება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება უცილობლად. კლასიკა – მამული, ენა, სარწმუნოება. ადამიანი, ოჯახი, ტრადიცია. ღირსება, წესრიგი, განათლება. ეს არის აბჯარი, რომლითაც შემოსილი არის ჩვენი ქვეყანა და ამას დარაჯობთ თქვენ, თქვენს გუნდთან ერთად და ასეთი ქვეყანა ნამდვილად იქნება ევროპის წევრი. ევროპის იმ ქვეყანათა წევრი, რომელიც ღირსებით აღიქვამს ჩვენს წარსულსა და რეალობას,”- განაცხადა კახაძემ.

მსგავსი თემები