„სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის“ – ანა ნაცვლიშვილი პრემიერს

პარლამენტის წევრმა, პოლიტიკური ჯგუფის „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წარმომადგენელმა ანა ნაცვლიშვილმა პრემიერ-მინისტრს მიმართა, რომ ის სხვა რეალობაში ცხოვრობს. დეპუტატმა ირაკლი ღარიბაშვილს ზიზღის კორიანტელით სავსე უწოდა.

„ბევრი ტყუილი ითქვა აქ ზიზღით. არ ვიცი, სად იპოვეთ ამდენი ძალა ზიზღისთვის. აცნობიერებთ თუ არა, რომ ის კორიანტელი, რომელიც დღეს აქ დააყენეთ, კონკრეტულ ადამიანებს საფრთხეს შეუქმნის. ტყუილი იყო, რასაც თქვენ ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ არწმუნებდით ყველას, რომ ივნისის ბოლოს 12 რეკომენდაცია იქნებოდა შესრულებული. სად არის შესრულებული რეკომენდაციები? სტოკჰოლმში გითხრეს, რომ შესრულებულია 12-დან სამი რეკომენდაცია. ვერ გაიგეთ, ეს რომ გითხრეს? ტყუილი მძიმე დანაშაულია განსაკუთრებით, როდესაც სახელმწიფო ინტერესს ეხება საქმე და ამ ტყუილზე ვინ აიღებს პასუხისმგებლობას? არ გრცხვენიათ, რომ მთელი თვეების განმავლობაში იდექით და ამბობდით ტყუილს, რომელიც საპნის ბუშტივით გასკდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან.

 

მსგავსი თემები