„ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა მიუღებელია“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ლგბტ პროპაგანდაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მიუღებელია ის, რაც დღეს ბაღებსა და სკოლებში ხდება. მან ამ კამპანიას ამორალური უწოდა.

„ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა- ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა. ეს არის საკმაოდ მგრძნობიარე თემა, ამის თაობაზე არაერთ ქვეყანაში ძალიან ბევრი დებატი გაიმართა და დღემდე გრძელდება დებატები. მე ღიად ვთქვი რამდენიმე დღის წინაც და ახლაც გავიმეორებ ამ ტრიბუნიდან, არ მომერიდება, საერთოდ არ მიმაჩნია, უხერხულობად ამ თემაზე საუბარი. მე ვფიქრობ უნდა გავხსნათ დებატები ჩვენს ქვეყანაში. მოვიდა დრო, მომწიფდა დრო, რომ ამ თემაზე გაიხსნას დებატები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ცხადად ჩამოვაყალიბოთ ჩვენი პოზიცია – მკაფიოდ ითქვას, რას ვემხრობით, რა არის მისაღები, რა არ არის მისაღები, რა არის მიუღებელი.

ჩემთვის მიუღებელია ბაღებში, სკოლებში ლგბტ პროპაგანდა, ღიად გეუბნებით. მიუღებელია, არ შეიძლება! ევროპაშიც და, სამწუხაროდ, ამერიკაშიც რა ხდება, იცით თქვენ, საჯაროდ არის ინფორმაცია ამის შესახებ, ბაღებში შევიდა უკვე ეს პროპაგანდა, არ შეიძლება, კატასტროფაა ეს! ბაღებში და სკოლებში მიმდინარეობს პროპაგანდა, არ შეიძლება, ეს არის მიუღებელი! ასევე, ამორალური იყო ეს კამპანია, რომელიც აწარმოვა „მაკდონალდსმა“ და თქვა, რომ ეს იყო გლობალური კამპანიის ნაწილი. რა მნიშვნელობა აქვს, ვერ გავიგე? ჩვენს ქვეყანაში ეს უნდა იყოს ტაბუ დადებული თემა და ამაზე შეიძლება გაიხსნას დებატები პარლამენტშიც, მათ შორის, შეიძლება საკანონმდებლო დონეზეც მოწესრიგდეს აღნიშნული საკითხი, მაგრამ ამას სჭირდება, რა თქმა უნდა, დებატების გახსნა და საერთო კონსენსუსის მიღება. ამ საკითხებს სჭირდება დარეგულირება და მოწესრიგება“ – აღნიშნა პრემიერმა.

 

მსგავსი თემები