,,ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება”- სტამბოლის მერი

სტამბოლის მერი ეკრემ იმამოღლუ თურქეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აფასებს და აცხადებს, რომ ოპოზიციისთვის ყველაფერი თავიდან იწყება.

მისი თქმით, თურქეთს ახლა სწრაფად სჭირდება ქვეყნის წინაშე არსებული პრობლემების გადაჭრის გზის მოძიება.

„არავინ არ უნდა იღელვოს და ინერვიულოს. ყველაფერი თავიდან იწყება. ერთადერთი, რაც არ იცვლება, ცვლილებებია. ჩვენ არ დაველოდებით იმავე შედეგებს ერთი და იმავე ნაბიჯების გადადგმით“, – განაცხადა ოპოზიციის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა.

ცნობისთვის, თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაიმარჯვა.

მსგავსი თემები