,,ლუკაშენკომ ყაზახეთს შესთავაზა, გაწევრიანდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირში, ვაფასებ მის ხუმრობას”- თოყაევი

ყაზახეთის პრეზიდენტის, ყასიმ ჟომართ თოყაევის განცხადებით, ქვეყანას არ სჭირდება ბირთვული იარაღი და რუსეთისა და ბელარუსის კავშირში გაწევრიანება. თოყაევის თქმით, ყაზახეთი ერთგული რჩება საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების მიმართ.

,,ბელარუსის პრეზიდენტმა შესთავაზა ყაზახეთს, გაწევრიანდეს კავშირში. ვაფასებ მის ხუმრობას. ვფიქრობ, ამის აუცილებლობა არ არის, რამდენადაც არსებობს სხვა ინტეგრაციული გაერთიანებები, პირველ რიგში, ევრაზიის ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, ის ჩვენ არ გვჭირდება, რამდენადაც ჩვენ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის შეთანხმებისა და ბირთვული იარაღის გამოცდის აკრძალვის შეთანხმებების წევრი ვართ“, – განაცხადა ყაზახეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის,  ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ნებისმიერ ქვეყანას შეუძლია, შეუერთდეს რუსეთ-ბელარუსის კავშირს და თავის ქვეყანაში რუსეთის ბირთვული იარაღი განათავსოს.

მსგავსი თემები