,,ალბათ ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი”- პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი

პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი  ,,ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ეხმიანება. გიორგი მსხილაძის განცხადებით, მმართველმა გუნდა, პრეზიდენტი სავარაუდოდ ვერ გაიცნო.

,,ალბათ ვერ გაიცნეს საქართველოს პრეზიდენტი  კიდევ. არ მგონია, რომ ეს როგორც გაფრთხილება, ისე ყოფილიყო. შემიძლია მეტი გითხრათ, ეს ალბათ უფრო იყო იმის გადაფარვის მცდელობა, რაც მათ 26 მაისს ჩაიდინეს და გაოიჩინეს, უპატივცემლობა პრეზიდენტის მიმართ. მე არ მგონია, რომ ეს შეძლონ. დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს პრეზიდენტი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა გაიყვანოს სამშვიდობოზე. უბრალოდ, „ქართულ ოცნება“ ვერ იღებს პრეზიდენტის კრიტიკას. პრეზიდენტი რასაც და როგორც ჩათვლის საჭიროდ, გააკეთებს იმას ქვეყნის საკეთილდღეოდ. განცხადებაში იყო, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილისგან დაიცავს ასე ვთქვათ, პრეზიდენტს “ქართული ოცნება. მე შემიძლია გითხრათ, რომ პრეზიდენტი საზოგადოებას არ ყოფს,” – განუცხადა გიორგი მსხილაძემ ტვ პირველს.

,,უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს”- ”ქართული ოცნება”

 

 

 

მსგავსი თემები