ევროკავშირის ელჩი ვერ აკონკრეტებს, იმოქმედებს თუ არა საქართველოს დემარში კანდიდატის სტატუსზე

ევროკავშირის ელის პაველ ჰერჩინსკის განცხადებით, დემარში, რომელიც დღეს საქართველოს მთავრობას გადასცეს, ევროკავშირის წევრ ყველა ქვეყანასთან შეთანხმებულია. ელჩი ვერ აკონკრეტებს, დემარში გავლენას მოახდენს თუ არა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე.

„მე დამავალეს გადამეცა გზავნილი, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნისგან, რომ ჩვენ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, მიიღოს პირდაპირი ფრენები რუსეთსა და საქართველოს შორის… ძალიან რთული სათქმელია (იმოქმედებს თუ არა ეს, კანდიდატის სტატუსზე)… ცხადია, ეს განვითარება პოზიტიური არ არის. თუმცა, ეს 27 ქვეყნის გადასაწყვეტია, როგორ გავლენას იქონიებს ეს საქართველოს მისწრაფებაზე, გახდეს ევროკავშირის წევრი“, – განაცხადა ელჩმა მედიასთან.

შეგახსენებთ, რომ დღეს, ევროკავშირის ელჩი და წევრი ყველა ქვეყნის დიპლომატი ვიცე-პრემიერს შეხვდა და საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცეს.

ევროკავშირის ელჩმა საქართევლოს მთავრობას 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

მსგავსი თემები