„რუსეთისთვის სანქციების დაწესებით არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების დაზარალებას“ – მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობა არ გეგმავს რუსეთს გარკვეული სანქციები დაუწესოს.

„ასეთი საკითხები როცა არის ხელისგულზე, არ ვართ მოწოდებული, საყვედურები მივიღოთ მსგავს საკითხებზე. თუ რომელიმე განცხადება ჩვენი მეგობრების მხრიდან ემსგავსება მოთხოვნას სანქციების დაწესების შესახებ, ჩვენი პასუხია პრინციპული, ჩვენ სანქციების დაწესებით – არც დე ფაქტო, არც სხვა, რეალური სანქციების დაწესებით – არ ვაპირებთ ჩვენი მოქალაქეების და ქვეყნის დაზიანებას“, – განაცხადა მდინარაძემ მედიასთან.

შგახსენებთ, რომ  ევროკავშირის ქვეყნების ელჩები ვიცე-პრემიერს შეხვდნენ და რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო დემარში გადასცეს.

 

მსგავსი თემები