ევროკავშირის ელჩმა საქართევლოს მთავრობას 27 ქვეყნის სახელით დემარში გადასცა

ევროკავშირის ელჩისა და სხვა წევრი ქვეყნების ელჩების შეხვედრა ვიცე-პრემიერთან დასრულდა. შეხვედრის მიზანი, ევროკავშირის 27-ვე წვეყნის სახელით საქართველოს მთავრობისთვის დემარშის გადაცემა იყო. დემარში კი რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას უკავშრდებოდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირილ ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მედიასთან განაცხადა, ლევან დავითაშვილთამ გულწრფელი საუბარი შედგა, თუმცა, პირდაპირი ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება  ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

„ჩვენ გვქონდა საკმაოდ ღია და გულწრფელი საუბარი ვიცე-პრემიერ, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილთან პირდაპირ ფრენებთან დაკავშირებით რუსეთსა და საქართველოს შორის. მე დამავალეს, გადავცე საქართველოს ხელისუფლებას ევროკავშირის პოზიცია, რომელიც შეთანხმებულია 27 წევრი ქვეყნის მიერ ბრიუსელში. შეხვედრაზე თან მახლდა თბილისში მყოფი ევროკავშირის ყველა ქვეყნის ელჩი. ჩვენ გადავეცით, რომ ვწუხვართ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების შესახებ, მიიღონ პირდაპირი ფრენები რუსეთიდან“ – აღნიშნა ელჩმა მედიასთან.

მისივე განცხადებით, პირდაპირი ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება ევროკავშირის ქვეყნების ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას.

„ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება 27-ვე წევრი ქვეყნის ერთხმად მიღებულ გადაწყვეტილებას, რომ არ ჰქონდეთ პირდაპირი ფრენები რუსეთში და რუსეთიდან; არ დაუშვან რუსული თვითმფრინავების მიერ ევროკავშირის საჰაერო სივრცის გადაკვეთა. ასევე, გამოვთქვით შეშფოთება, რომ ეს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება ჩვენს გადაწყვეტილებას, იზოლაციაში მოვაქციოთ რუსეთი და ზეწოლა განვახორციელოთ მასზე, რათა შევცვალოთ რუსეთის ქცევა, როდესაც საქმე ეხება სასტიკ, აგრესიულ ომს, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე განაგრძობს უკრაინაში. მართალია, რომ ეს იყო რუსეთის ცალმხრივი გადაწყვეტილება აღედგინა ფრენები საქართველოსთან, თუმცა ეს ასევე საჭიროებდა შეთანხმებას საქართველოს მთავრობის მხრიდან“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა.

მსგავსი თემები