„აბსურდული ჩანაწერი“ – კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაზე

„ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი“ – აცხადებს კახა კალაძე ევროპარლამენტის რეზოლუციაში „ვიზალიბერალიზაციის გადახედვასთან“ დაკავშირებით.

„ეს აბსურდული ჩანაწერი გაკეთდა მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნისთვის, როგორმე მოსახლეობაში გამოიწვიონ აჟიოტაჟი, დააბნიონ საზოგადოება, რათა შემდეგ გაამძაფრონ საპროტესტო მუხტი.  ამის ნათელი მაგალითია რადიკალური ოპოზიციის დღევანდელი ქმედება – რეზოლუციის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში გაკოტრებული პოლიტიკოსები ერთმანეთის მიყოლებით დალაგდნენ კამერებთან და ხალხის მოტყუებას ცდილობენ, თითქოს უვიზო მიმოსვლას გვიუქმებენ“ – აცხადებს კალაძე.

მისი შეფასებით, საზოგადოება არ უნდა მოტყუვდეს.

„საზოგადოებას მინდა მივმართო, რომ არ მოტყუვდეთ, მეგობრებო. არავინ შეგიყვანოთ შეცდომაში. მინდა, იცოდეთ, რომ ამის მექანიზმი არ არსებობს. ვიზალიბერალიზაციის არათუ გაუქმებას, არამედ ამ პროცესის წამოწყებას ევროკავშირის წევრი 27 წევრი ქვეყნის თანხმობა სჭირდება. საბედნიეროდ, ევროპულ ბიუროკრატიაში ჯერ კიდევ არიან ჯანსაღი პოლიტიკური ძალები, რომლებიც მსგავს სამარცხვინო ნაბიჯს ბიძგს არ მისცემენ“ – აცხადებს კალაძე.

 

 

მსგავსი თემები