საგარეო საქმეთა სამინისტროსთან აქცია მიმდინარეობს

“რუსული კანონის” საწინააღმდეგო აქციის მონაწილეები საგარეო საქმეთა სამნისტროსთან მივიდნენ. მათ, ადგილზე პოლიცია დახვდათ მობილიზებული, თუმცა ახალგაზრდები ამბობენ, რომ ისინი სამართალდამცავებთან დაპირისპირებას არ აპირებენ.

“პოლიციასთან არანაირ დაპირისპირებას არ ვაპირებთ. ჩვენ ვიაზრებთ, რომ თქვენ ახლა გომელაურის სისტემას ემსახურებით, თუმცა სწორ დროს სწორ ადგილას აღმოჩნდებით და მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი დადგება, ვერავინ შეგვაშინებს”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია თბილისში მეთერთმეტე დღეა მიდინარეობს. ამის პარალელურად ოპოზიცია და სამოქალქო სექტორი მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავს ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებში. მთავარი განსახილველი თემაა, პარლამენტის მიერ ინიცირებული “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონპროექტი და მისი ზეგავლენა საქართველო – ევროპის ურთიერთობაზე.

“არა რუსულ კანონს” – მსვლელობა საგარეო საქმეთა სამინისტროსკენ

მსგავსი თემები