,,დესტრუქციული ძალები საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას აიძულებენ”- გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის განცხადებით, დესტრუქციული ძალები აიძულებენ საქართველოს „მეორე ფრონტის“ გახსნას.

„სპეციალური ოპერაციის ფონზე გააქტიურდნენ საქართველოს რესპუბლიკის დესტრუქციული ძალები, რომლებიც უბიძგებდნენ მას „მეორე ფრონტის“ გახსნისკენ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის წინააღმდეგ. ამ კუთხით ჩვენ მივიღეთ ზომები ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად და სამხედრო სფეროში რუსულ მხარესთან ურთიერთობების გასაძლიერებლად“, – განაცხადა გაგლოევმა.

გაგლოევი რუსეთს „მთავარ მოკავშირეს“ უწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს უკრაინაში რუსეთის აგრესიას.

,,ჩვენი სამხედროები და მოხალისეები გვერდში იდგნენ რუს ჯარისკაცთან საერთო ინტერესების დასაცავად უკრაინულ ნეო-ნაციზმთან ბრძოლაში, რომელიც კოლექტიური დასავლეთის ხელში მარიონეტად იქცა”, – განაცხადა გაგლოევმა.

მსგავსი თემები