ვიმედოვნებ, სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაში მალე შევა – ალან გაგლოევი

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი იმედოვნებს, რომ ე.წ. „რესპუბლიკა“ უხლოეს მომავალში რუსეთის შემადგენლობაში შევა.

ალან გაგლოევმა თავის გამოსვლაში რუსეთს ”სამხრეთ ოსეთის” მთავარი მოკავშირე  უწოდა.

„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკამ ასევე სრულად დაუჭირა მხარი დონეცკის და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების რუსეთის ფედერაციაში შესვლას. მოხარული ვართ ჩვენი მეგობრებისთვის, რომ დადგა ისტორიული მომენტი, როდესაც ხალხის სურვილი რუსეთთან გაერთიანების შესახებ დაემთხვა ამ ნაბიჯის განხორციელების გეოპოლიტიკურ შესაძლებლობას. იმედი მაქვს, შორს არ არის ის დღე, როდესაც სამხრეთ ოსეთის რიგი დადგება“, – განაცხადა გაგლოევმა.

მსგავსი თემები