ხმაური პარლამენტის ბიუროს სხდომაზე – თინა ბოკუჩავას დარბაზი დაატოვებინეს

ცოტახნისწინ ხმაური იყო პარლამენტის ბიუროს სხდომაზე. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა  “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატს, თინა ბოკუჩავას დარბაზი დაატოვებინა.

ხმაური “ნაციონალური მოძრაობის” მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს მოჰყვა, ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ. ბოკუჩავა კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვდა, რაც ბიუროს უმრავლესობამ არ გაიზიარა.

,,არცერთი ბიუროს წევრი და არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე მხარს არ უჭერს კანონპროექტს, რომლის მიზანია რომ მოხდეს დარეგულირება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების უკონტროლოდ შემოსვლის საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის იმის, რომ მათ არ შეეძლოთ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება იმ მასშტაბით რა მასშტაბითაც ახლა აკეთებენ ამას,” – განაცხადა ბოკუჩავამ.

მსგავსი თემები