კახა კალაძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დედაქალაქის მერი კახა კალაძე რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში გამარჯვების მოპოვებას ულოცავს. როგორც მან აღნიშნა, ეს იყო რეგიონისთვის მნიშვნელოვანი არჩევნები.

„ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები იყო რეგიონისთვის. ამასთან საინტერესო იმით, რომ თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გაიმართა მეორე ტური. მინდა, შემთხვევით ვისარგებლო და გამარჯვება მივულოცო ერდოღანს, მის გუნდს. ზოგადად დღეს, მშვიდობა არის ძალიან მნიშვნელოვანი მთელი მსოფლიოსთვის
და განსაკუთრებით, ჩვენი რეგიონისთვის“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მსგავსი თემები