,,პუტინმა „ქართული ოცნება“ ტყუილში ამხილა”- თინა ბოკუჩავა

”ნაციონალური მოძრაობაში” რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას ეხმიანებიან და პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში მისვლას ითხოვენ. პარტიის წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, ძალიან მწვავე კითხვებია საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან. „რუსეთის პრეზიდენტმა „ქართული ოცნება“ ამხილა ტყუილში, როდესაც მან განაცხადა, რომ დიდი ხნის მანძილზე საქართველოს ხელისუფლება თავად ითხოვდა სავიზო რეჟიმის გაუქმებას და ფრენების აღდგენას მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება არწმუნებდა მოსახლეობას, რომ არანაირი მოლაპარაკება მტერთან არ მიმდინარეობდა. პუტინმა დაადასტურა, რომ ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ამ ვითარებაში ძალიან მწვავე კითხვებია საზოგადოების მხრიდან იმასთან დაკავშირებით, კონკრეტულად ვინ აწარმოებდა მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან, იყო ეს…

მეტი...

,,ყველაფერი, რის გამოც გადავდექი სამწუხაროდ, გამართლდა”- გიორგი გახარია

პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი გიორგი გახარია პარტიის დაფუძნებიდან ორი წლის თავზე განცხადებას ავრცელებს. საქართველოს ყოფილი პრემიერის განცხადებით, დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან  იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა. ,,დღეს უკვე კარგად ჩანს, რომ ყველაფერი, რის გამოც გადავდექი და პარტია დავაფუძნეთ, სამწუხაროდ, გამართლდა. მე მაშინ გავაკეთე ჩემი არჩევანი საქართველოსთვის, ივანიშვილმა და „ოცნების” მაშინდელმა ბოსებმა – თავისი, ძალაუფლებისთვის  და პირადი კეთილდღეობისთვის. დღეს, როდესაც უკრაინაში ბრძოლის ველზე რუსეთი მარცხდება, ჩვენთან  იგებს “ჰიბრიდულ” ომს და ტერიტორიებთან ერთად ოკუპირებული აქვს საქართველოს მთავრობა. დღეს უკვე „ოცნება“ ღიად ანტიდასავლური, ანტიდემოკრატიული ძალაა,…

მეტი...

,,სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა” – შალვა პაპუაშვილი

ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან, ეს დათმობის კი არა, სტრატეგიული, მოთმენის პოლიტიკაა – ამის შესახებ ს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განაცხადა. მისი თქმით, დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და ეკონომიკური გაძლიერება. „სინამდვილეში ჩვენ სულაც არ ვაწარმოებთ დათმობის პოლიტიკას რუსეთთან. დათმობის პოლიტიკას აწარმოებდნენ “ნაციონალები”, როდესაც 2008 წლის ომიდან რამდენიმე თვეში რუსებს ეხვეწებოდნენ, კულტურული გაცვლითი ღონისძიებები ჩაეტარებინათ. დათმობა იყო სტრატეგიული ობიექტების მიყიდვა, დათმობა იყო რუსეთისთვის სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრებაზე თანხმობის მიცემა. რაც შეეხება “ქართულ ოცნებას”, ჩვენთვის უპირველესია ქვეყნის ეროვნული ინტერესი. დღეს საქართველოს ეროვნული ინტერესია ქვეყანაში სიმშვიდის შენარჩუნება და…

მეტი...

,,პრეზიდენტს აფრთხილებენ, თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია და არ იქნები ჩვენი მორჩილი, დისკომფორტი შეგექმნებაო”- პაატა მანჯგალაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, პაატა მანჯგალაძე   „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ პრეზიდენტს აფრთხილებენ. მისივე თქმით, პრეზიდენტს აფრთხილებენ, ”თუ არ მოიქცევი ისე, როგორც ბუტაფორია დისკომფორტი შეგექმნებაო.” „მე აღვიქვი, რომ „ქართული ოცნება“ პირდაპირ ამბობს ორ რამეს: ჩვენ არ გვჭირდება პრეზიდენტი – სახელმწიფო მეთაური, ჩვენ გვჭირდება პრეზიდენტი – ბუტაფორია, რასაც ვეტყვით, იმას გააკეთებს; მეორე, სულ აფრთხილებდნენ, წითელი ხაზი არ გადაკვეთოო. მათი გაგებით, წითელი ხაზია ის, რომ, ბიძინა ივანიშვილის ინტერესს არ დაუპირისპირდეს. სალომე ზურაბიშვილი შეიძლება, საქართველოს დაუპირისპირდეს, „ქართულ ოცნებას“ დაუპირისპირდეს, მაგრამ ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნებისთვის“ არის წითელი ხაზი და გულისხმობენ ნიკა…

მეტი...

კონკურენციის სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ, ფოსტალონთან პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა

საქართველოს კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ, მომხმარებლის სასარგებლოდ,  გადამზიდი კომპანია „ფოსტალონის“ საქმის შესწავლა დაასრულა და პირობითი ვალდებულების ხელშეკრულება გააფორმა. შესაბამისად, მოვაჭრემ აიღო ვალდებულება – საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალოს და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინოს, რომელთაც, სავარაუდოდ, წარსულში მისი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა. საქმის გარემოებების შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ არსებობდა პრობლემები ამერიკის შეერთებული შტატებიდან გამოგზავნილი ამანათების დაგვიანებასა და დაკარგვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სააგენტოს გადაწყვეტილებით, პირობითი ვალდებულების ფარგლებში, კომპანიას დაევალა: გაწეროს წესები და პირობები – თავდაპირველად განსაზღვრული თარიღიდან რამდენი დღის ვადაგადაცილება ჩაითვლება ამანათის არაგონივრული ვადით დაგვიანებად; ამანათის ნებისმიერი ვადით დაგვიანების შემთხვევაში, მომხმარებელს წინასწარ, ინდივიდუალურად, მკაფიოდ,…

მეტი...

რუსეთმა ომში დაახლოებით 207 030 ჯარისკაცი დაკარგა – უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორამციით, რუსეთმა ომის დაწყებიდან დღემდე, დაახლოებით 207 030 ჯარისკაცი დაკარგა. გენშტაბის ცნობით, რუსეთის სამხედრო დანაკარგი ასეთია:​ ჯარისკაცი – დაახლოებით – 207 030; ​ტანკი – 3 801; ჯავშანტექნიკა – 7 467; საარტილერიო სისტემა – 3 435; სარაკეტო სისტემა – 575; საზენიტო საბრძოლო სისტემა – 331; თვითმფრინავები – 313; ვერტმფრენი – 298; ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -3 054;  საკრუიზო რაკეტები – 1 056; საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 6 207; გემი/ნავი/კატარღა – 18;​ სპეციალური აღჭურვილობა – 453.

მეტი...

,,პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ”- ”ქართული ოცნება”

,,უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, პრეზიდენტმა მკაფიოდ გამოავლინა პოლიტიკური მიკერძოება რადიკალური ოპოზიციური ძალების დღის წესრიგის სასარგებლოდ,”- ამის შესახებ ნათქვამია „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცახდებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, პრეზიდენტის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება, საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, პარტიის მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. „უკანასკნელი ორი წლის მანძილზე, საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, უპირველეს ყოვლისა, ქართული. საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, ჩვენი მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. მიუხედავად…

მეტი...

,,უნდა დავიცვათ პრეზიდენტის ინსტიტუტი მაშინაც, როცა მის პრესტიჟს თავად პრეზიდენტი უქმნის საფრთხეს”- ”ქართული ოცნება”

მიუხედავად იმისა, რომ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან პრინციპულად უნდა შევიკავოთ თავი, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განცახდებაშია ნათქვამი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პრეზიდენტის მხრიდან სულ უფრო ხშირად კეთდება განცხადებები, რომლებიც უარყოფითად აღიქმება და ფასდება, საზოგადოების იმ ნაწილის მიერ, რომელმაც მას, პარტიის მოწოდების საფუძველზე, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში დაუჭირა მხარი. ,,მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ბოლოდროინდელი ქმედებები ხასიათდება უკიდურესი არაობიექტურობითა და პოლიტიკური მიკერძოებით, რაც უხეშად ეწინააღმდეგება ზეპარტიული კონსტიტუციური თანამდებობის პირის ფუნქციას, ჩვენი პოზიციაა, რომ საქართველოს პრეზიდენტის კრიტიკისაგან…

მეტი...

,,ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას”- „ქართული ოცნება“

„ქართული ოცნება“  რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. „ქართული ოცნება“  თურქ ხალხს მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას უსურვებს. “ქართული ოცნება” ულოცავს რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში დამსახურებულ გამარჯვებას და “სახალხო ალიანსს” საპარლამენტო უმრავლესობის მოპოვებას. თურქეთმა შთამბეჭდავ პროგრესს მიაღწია ბოლო წლებში და ეს, თავის მხრივ, არჩევნების შედეგებითაც დადასტურდა. საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორსა და მეგობარ ხალხს ვუსურვებთ მშვიდობას, სტაბილურობასა და კეთილდღეობას როგორც თურქეთის, ისე რეგიონის წინსვლისთვის. გვჯერა, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველობის შემდეგ ეტაპზე ორ მეგობარ ქვეყანას შორის სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობა, რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე, კიდევ უფრო გაღრმავდება და განმტკიცდება“, – ნათქვამია „ქართული ოცნების“ ფეისბუქგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.…

მეტი...

იტალიაში, მაჯორეს ტბაში ნავი ჩაიძირა – არის მსხვერპლი

სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ნავის ჩაძირვის შედეგად, ჩრდილოეთ იტალიაში, მაგიორეს ტბაზე. შემთხვევის დროს ნავზე 20-ზე მეტი მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ტურისტები. გავრცელებული ინფორმაციით, ერთი ადამიანი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. ოფიციალური პირების განცხადებით, შემთხვევის მიზეზი უამინდობა გახდა. იტალიური საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ნავში დაახლოებით 25 ადამიანი იმყოფებოდა, რომლებიც დაბადების დღეს აღნიშნავდნენ.

მეტი...

უკრაინის ათ რეგიონში საჰაერო განგაში გამოცხადდა

უკრაინის მედიის ინფრმაციით, საჰაერო განგაში ქვეყნის ათ რეგიონში გამოცხადდა.  საჰაერო თავდაცვის სისტემა აამოქმედეს კიევის გარეუბანში. გასული დღის განმავლობაში რუსეთის არმიამ უკრაინელი სამხედროებისა და დასახლებული პუნქტების წინააღმდეგ 90-ზე მეტი საავიაციო შეტევა განახორციელა და 25-ჯერ გახსნა ცეცხლი ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის ძალებმა ხარკოვის რეგიონის დასახლებულ პუნქტებს არტილერიით გაუხსნეს ცეცხლი. შეტევის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

მეტი...

,,ვულოცავთ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას, მოუთმენლად ველოდები, რომ გავაგრძელოთ მუშაობა, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა”- ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი რეჯეფ თაიფ ერდოღანს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ბაიდენი წერს, მოუთმენლად ელოდება ერთობლივი მუშაობის გაგრძელებას. „ვულოცავთ თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს ხელახლა არჩევას. მოუთმენლად ველოდები, რომ გავაგრძელოთ ერთობლივი მუშაობა, როგორც ნატო-ს მოკავშირეებმა ორმხრივ საკითხებსა და საერთო გლობალურ გამოწვევებზე“, – წერს ბაიდენი „ტვიტერზე“

მეტი...

საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში, მარცვლეულის, ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციების და პურის მრეწველთა კავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ ქართული ხორბლის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და, შესაბამისად, ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით შემუშავებული გადაწყვეტილების შესახებ ისაუბრა, რომლის თანახმად, საქართველოს მთავრობა, იმპორტირებულ ფქვილზე, დროებით, საიმპორტო საფასურის დაწესებას გეგმავს, რომელიც ძალაში, სავარაუდოდ, 10 ივნისიდან შევა. მინისტრმა აღნიშნა, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ადგილობრივი ხორბლის წარმოება 60 %-ით არის გაზრდილი და არსებობს მოლოდინი, რომ არსებული დინამიკა მომავალშიც შენარჩუნდება. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ინტენსიური შეხვედრები გვქონდა დარგში…

მეტი...

,,საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ბლოკავს ანაკლიის პორტის განვითარებას” – ბენ ჰოჯესი

აშშ-ის არმიის ყოფილი მთავარსარდალის, ბენ ჰოჯესის განცხადებით, საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ანაკლიის პორტის განვითარებას ბლოკავს. ამის შესახებ ჰოჯესი სოციალურ ქსელ ”ტვიტერში” წერს. ,,კარგი იქნებოდა, საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად განეხილა ანაკლიის პორტის პროექტი, რომელიც საქართველოს ევროპასა და ევრაზიას შორის პორტალად აქცევდა, თუმცა სამწუხაროდ საქართველოს მთავრობა კრემლის გავლენით ბლოკავს ამ პორტის განვითარებას, რითაც საქართველოს მომავალს აზიანებს,”- წერს ჰოჯესი.

მეტი...

,,გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა“ – რეჯეფ  თაიფ ერდოღანი

,,გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა“- ამის სიტყვებით  პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ, პრეზიდენტის სასახლესთან შეკრებილი მხარდამჭერებს რეჯეფ  თაიფ ერდოღანმა. მისი თქმით,  „ტერორისტულმა ორგანიზაციებმა“ წააგეს და ქვეყნის 85 მილიონმა მოქალაქემ გაიმარჯვა. „ეს გზა ერთად გავიარეთ. დღე და ღამე ვიარეთ და ეს მოვალეობა ისევ მომეცით. ჩვენ ერთად გავაგრძელებთ თურქეთის აშენებას და გაახალგაზრდავებას. ამ არჩევნებში გამარჯვებული თურქეთია. გამარჯვებული ჩვენი დემოკრატიაა“, – განაცხადა ერდოღანმა.

მეტი...

,,რუსეთთან ნებისმიერი კომპრომისი ომის შემდგომი ეტაპებისკენ პირდაპირი გზაა”- პოდოლიაკი

უკრაინის სამშვიდობო ფორმულა უნდა გახდეს ომის დასრულების საფუძველი და აგრესორ ქვეყანასთან – რუსეთთან დიალოგის ან კომპრომისის ნებისმიერი მცდელობა გამოიწვევს შემდგომ ესკალაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. პოდოლიაკის თქმით, თითქმის ცხრა წლის განმავლობაში უკრაინა ცდილობდა მოლაპარაკებების მაგიდასთან შეთანხმების მიღწევას, მაგრამ შედეგად მიიღო სრულმასშტაბიანი ომი, რომლის მსგავსი მსოფლიო არ უნახავს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ,,რუსეთის ფედერაციასთან ნებისმიერი კომპრომისი არის პირდაპირი გზა ომის შემდგომი ეტაპებისკენ, ესკალაციისკენ, გლობალური ტერორიზმის როლის მნიშვნელოვანი გაძლიერებისკენ. სამშვიდობო გეგმის მთავარი პუნქტია რუსული ჯარების გაყვანა უკრაინიდან. ნებისმიერი სხვა ინიციატივა დღეს არის რუსული გეგმის გატარების მცდელობა,…

მეტი...

,,ვულოცავ საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას  და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას ულოცავს. პრემიერ  სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს, რომ თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და მათ ზეიმს საქართველოც უერთდება. “ვულოცავ თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტსა და საქართველოს დიდ მეგობარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს არჩევნებში მიღწეულ დამაჯერებელ გამარჯვებას და ქვეყნის ლიდერად ხელახალ არჩევას! თურქმა ხალხმა საკუთარი აზრი მკაფიოდ დააფიქსირა  და ჩვენც ვუერთდებით მათ ზეიმს. მზად ვართ კიდევ უფრო  გავაძლიეროთ  თურქეთის რესპუბლიკასა და საქართველოს შორის მეგობრობული კავშირები და სტრატეგიული პარტნიორობა”,-აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...