ევროკავშირის ელჩის განცხადებით, არ იცის, საქართველოს სანქციებს დაუწესებენ თუ არა

საქართველოს მთავრობამ ევროკავშირისგან დემარში მიიღო. როგორც ევროკაშირის ელჩმა მედიასთან განაცხადა, არ ფლობს ინფორმაციას, იმოქმედებს თუ არა აღნიშნული კანდიდატის სტატუსზე და დაუწესებენ თუ არა საქართველოს სანქციებს.

„ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან, უზრუნველყოფენ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება“ – აღნიშნა ევროკავშირის ელჩმა ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

რაც შეეხება კითხვას, ემუქრება თუ არა საქართველოს სანქციები რუსეთთან პირდაპირი ფრენების გამო, ელჩმა ასე უპასუხა:

„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის რუსული თვითმფრინავის, ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27-ვე წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და შეცვალონ მისი ქცევა უკრაინის მიმართ… საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე დისკუსიების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას ეხება“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა მედიასთან.

ევროკავშირის ელჩი ვერ აკონკრეტებს, იმოქმედებს თუ არა საქართველოს დემარში კანდიდატის სტატუსზე

მსგავსი თემები